მე გამიმართლა, რომ გოგო ვარ და ბიჭი შემიყვარდა.
გამიმართლა, რომ ჩვენ სიყვარულს ოჯახი დავარქვით.
გამიმართლა, რომ არ მაქვს "გამოუყენებელი საშვილოსნო".
გამიმართლა, რომ მყავს ორი მზისთვალება გოგო და მხოლოდ იმათ ვიგერიებ, ვისაც გონია, სანამ დროა მესამე ბიჭს აუცილებლად გავაჩენ მე, "ჭკვიანი" გოგო.
"გამიმართლა", რომ არ
Advertisement
You must have
Flash Player installed in order to see this player.
ვარ უკანონო შვილი, აყვანილი, ჩემ მშობლებს არ აქვთ შიდსი და ჩემი ოჯახის წევრები არ არიან ნასამართლევები.
გამიმართლა, რომ იმაზე მობრეცილი ცხვირი არ მაქვს, ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე წითელი ლოყები არ მაქვს, ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე მოკლე ფეხები არ მაქვს ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ იმაზე პატარა მკერდი არ მაქვს ვიდრე მაქვს.
გამიმართლა, რომ მომწონს საერთო საზოგადოებრივ ლოგიკას დაქვემდებარებული ჩაცმულობა.
მე გამიმართლა, რომ ჩემი ცხოვრება ემთხვევა საზოგადოებრივ ინტერესებს.
ვაი თუ ყოფილიყო სხვანაირად?
განაგრძეთ კითხვა