Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ტრაგედიის შემდეგ მეკო კვირიკაშვილის მოედანზე დაბრუნებას ინტერნეტმომხმარებლების მწვავე რეაქცია მოჰყვა
ambebi.ge
22 October 2016, 15:20
2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.

ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა, რასაც საზოგადოების მხრიდან "ფეისბუქზე" მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.

სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტებს ვხვდებით:

გუბაზ კობერიძე: აი ესეც ვიცოდი... ძალიან ვაფასებ კვირიკაშვილს, მაგრამ: 220 კმ/სთ-ით მიდიოდა, დაეჯახა სხვა მანქანას, გარდაიცვალა სამი ადამიანი და თამაშობს ახლა?  აბა ვინმე რიგით მოქალაქეს მოსვლოდა ამოალპობდნენ ციხეში საშვილიშვილოდ! მერე უკვირთ იმ ხალხის - რომ იძახიან ნებიემიერ ადგილას ვიცხოვრებდი ოთონდ საქართველოში არაო! სირცხვილია!

მიხეილ კაპანაძე: "რაგბი ჩვენი თამაშიაო", პოლიციას უთქვამს.  ქვეყნის გინება არ მიყვარს და არც შევიგინები, მაგრამ საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ რომ ეს ტიპი არის მკვლელი, მან მოკლა საკუთარი ცოლი და წყვილი მეორე მანქანაში. კიდევ ორისთვის კი კი ჯერაც გროვდება ფული. და გარეთ მხოლოდ იმიტომ არის რომ ოვალურ ბურთს კარგად ურტყამს. ის, თუ რა მაგალითს აძლევს ის სხვებს - ყველას ფეხებზე ჰკიდია.

ჰოდა ბოდიში დანარჩენ მორაგბეებთან, მაგრამ მე მკვლელებს არ ვგულშემატკივრობ. სანამ ეს ნაკრებში ითამაშებს, სულ მკიდია მსოფლიო რეიტინგში ნაკრების პოზიცია და ექვს ერში თამაშის პერსპექტივები. და კიდევ რუსეთთან რამდენს მოიგებთ. როცა აღარ ითამაშებს - კიდევ დავფიქრდები.
ისე, რუსეთთან ერთი-ორჯერ რომ წაგვეგო, იქნებ ამას უფრო მოკრძალებული მანქანით და უფრო წყნარად ევლო?  P.S. შესწორება: მეორე მანქანაში ორი კი არა, სამი ადამიანი დაიღუპა.

დათო კოხრეიძე: კვირიკაშვილის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ მე იმ ქვეყნის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დედა ვატირე, სადაც 4 კაცს მოკლავ და ორ თვეში მოედანზე გადიხარ სათამაშოდ

ცოტნე გამსახურდია: ასეთი ქვეყნის დედას შევ..ი! სადაც შეგიძლია სამი კაცი მოკლა და მერე ორ თვეში მოედანზე გამოიკუნტრუშო! ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, აახვიეთ ჩემი ფრენდებიდან!

ამიტომ არ გვეღირსება ქვეყნის ჩამოყალიბება, სანამ ყველაფერი შეგრჩება, თუ ხარ: პროსახელისუფლებო ცნობადი სახე, მღვდელი, მაყუთიანი ტიპი, თანამდებობის პირი, გყავს დიდი ჯიპი ან თუ ვინმე ზემოთჩამოთვლილს კარგად ულოკავ მაინც...

ფუ, გული მერევა, ვის შეწირა თავი იმ უბედურმა მამაჩემმა... იყავით ჩუმად, ჯოგი იყავით და დარჩით!

მერაბ კვირიკაშვილს არ ვიცნობ და მის მიმართ არავითარი პირადული დამოკიდებულება არ გამაჩნია. თუმცა, თქვენ ამას ვერ მიხვდებით.

ლი ანა ვეფხვაძე: დაუსჯელობის სინდრომი გადამდებია. მაშინ სხვისი დასჯაც არ უნდა მოხდეს ანალოგიური ფაქტისას. სანამ პრეცედენტული სამართალი არ შემოვა, სადაც მაგალითს კანონის ძალა აქვს, მანამდე შერჩევითი სამართალი იმეფებს ისეც გაუკუღმართებულ ქვეყანაში.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი