Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, გარკვეული მომენტები არ ახსოვს - ექიმის კომენტარი დიდინეძში დაშავებული გოგონას მდგომარეობაზე
ambebi.ge
01 October 2016, 23:20
ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში დაშავებულ გოგონას თავის არეში მიყენებული დაზიანების გარდა, ყელზე ნაჭდევებიც აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ექიმმა აღნიშნა, საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთა მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

"ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა. სამივეს მდგომარეობა სტაბილურია. ორი მათგანი მკურნალობას სტაციონარში აგრძელებს, ერთი გაეწერება ბინაზე", - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: როგორ ასულიერებენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრს, რომელსაც ფლაერების დარიგებისას სცემეს

ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შემოყვანისას ინციდენტის შედეგად დაშავებული Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. გოგონა გონზე იყო.

"გოგონა უგონო მდგომარეობაში არ შემოუყვანიათ. ადგილზე ჰქონდა რამდენჯერმე გონის კარგვა და ასევე ადგილი ჰქონდა მცირე ამნეზიასაც, რადგან გარკვეული მომენტები არ ახსოვს. მას ყელზე აღენიშნება ორმხრივი ნაჭდევი", - განაცხადა ნინო მგალობლიშვილმა.

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში სცემეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მერი შენგელაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი