Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი Ad Black Sea გაიმართა
ambebi.ge
27 September 2016, 19:20
2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი "Ad Black Sea" გაიმართა.

"Ad Black Sea" 2015 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობა 500-მდე კომპანიამ მიიღო. კონკურსანტი კომპანიები ძირითადად შავი ზღვის რეგიონიდან და ევროპიდან იყვნენ."Ad Black Sea" საქართველოსა და უკრაინის საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციების ორგანიზებით ჩატარდა. მასში მონაწილეობ აროგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებმა მიიღეს. 4-დღიანი ფესტივალი კონკურსს, სემინარებსა და წვეულებებს მოიცავდა.

25 სექტემბერს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: გრანპრი ქართულმა სარეკლამო სააგენტო "ლივინგსტონმა" მოიგო;
წლის საუკეთესო სარეკლამო სააგენტოს კატეგორიაში ოქროს ჯილდოს მფლობელი კომპანია "ლივინგსტონი" გახდა, ვერცხლი "ვინდფორსმა", Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ხოლო ბრინჯაო "აბეკამ" მიიღო. ფესტივალის სააგენტოსა და დამოუკიდებელი სააგენტოს კატეგორიებში რუსულმა კომპანია "RA Voskhod-მა" გაიმარჯვა.
საუკეთესო ნეთვორქსააგენტოს კატეგორიაში კი გამარჯვებული "BBDO" გახდა.

"2016 წელს გაიზარდა ფესტივალის მასშტაბი, გვქონდა 7 კატეგორია და 55 ქვეკატეგორია, მათ შორის გამარჯვებულები კი გამოავლინა ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია სარეკლამო სფეროში სახელგანთქმული პროფესიონალებისგან ევროპიდან, შავი ზღვის რეგიონიდან და სხვა ქვეყნებიდან" - აღნიშნა ვატო ქავთარაძემ, "Ad Black Sea-ს" პრეზიდენტმა და თანადამფუძნებელმა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში მოხდა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამის "გადაიღე საქართველოში" პრეზენტაცია, რომელიც, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, საქართველოს კინოგადაღებების, რეკლამის, ტელე/მინისერიალებისა და სახის აუდიოვიზუალური პროდუქციის ცენტრად გადაქცევას ისახავს მიზნად.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი