Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მაგდა პაპიძის საქმის გაუხმაურებელი დეტალები
ambebi.ge
27 September 2016, 18:20
საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხის" ეთერში "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმი გავიდა, რომლის მთავარი თემა მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებული გაუხმაურებელი დეტალები და სამხილები იყო.

ფილმის ავტორებმა, ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ყურადღება საქმეში კანონთან შეუსაბამო გარემოებებსა დასაეჭვო მტკიცებულებებზე გაამახვილეს.

"პროკურატურის მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული," - ნათქვამია საგამოძიებო ფილმში.

პირველი, რაც ჟურნალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგდა "ეს-ემ-ეს" მიმოწერაა.

პაპიძემ მეზობელ ქალს, ნანა ტუხაშვილს მისწერა, რომ არ დაეძინა, ერთ საათში დაბრუნდებოდა და თმას შეუღებავდა, რაზეც მან თანხმობა Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. მიიღო. ფილმში ნათქვამია, რომ ეს მიმოწერა პროკურატურის ვერსიას, რომ პაპიძეს ამ დროს მეუღლის მკვლელობა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საყრდენს აცლის, რადგან ამ შემთხვევაში იგი მეზობელ ქალს სიფხიზლისკენ არ მოუწოდებდა.

მეორე გარემოება მოკლული ომარ ქაფიაშვილი მობილური ტელეფონია, რომელზეც გორიდან თბილისში, სავარაუდოდ სახლში დაბრუნების შემდეგ არცერთი ზარი არ განხორციელებულა. ჟურნალისტების თქმით, გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და არც მისი მობილური ტელეფონი შეუსწავლია. გარდაცვლილის დედის თქმით, შვილს ურეკავდა, ზარი გადიოდა, თუმცა არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო. წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი