Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | განათლების მინისტრს ალტერნატივის სახით ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას სურვილი აქვს
ambebi.ge
26 September 2016, 20:20
ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, "შემოიპარება", - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

განათლების მინისტრი მედიის წარმომადგენლებს ზოგად განათლებაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. ჯეჯელავამ ელექტრონული სახელმძღვანელოების ალტერნატივის ეტაპობრივ შეთავაზებაზე ისაუბრა.

"ჩვენ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას შევახვედრეთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებენ. ვაპირებთ ვუთხრათ, მოდი, როგორც ალტერნატივა იქნებ შესთავაზოთ. მაგალითად, მე ძალიან მომეწონებოდა სისტემა, სადაც თქვენ, როგორც მშობელს, გეუბნებიან-თქვენ გადაწყვიტეთ, აგერ ქაღალდის წიგნები, აგერ ელექტრონული ვერსია. შენ გადაწყვიტე როგორ გამოიყენებს ამას ბავშვი. შეიძლება აუკრძალო ელექტრონული ვერსია, შეიძლება სკოლაში ტაბლეტი წაიღოს და სახლში ქაღალდით იმეცადინოს, ან პირიქით. ვფიქრობ, ელექტრონული სახელმძღვანელო ისეთი კარგი რამეა, შემოიპარება", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრი ფიქრობს, რომ პირველ ორ-სამ წელიწადში 500 000 მოსწავლიდან ელექტრონულ სახელმძღვანელოებს 50 000 მოსწავლე აირჩევს, შემდეგ კი, ეს ნელ-ნელა გავრცელდება.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე გამომცემელი უკვე ამბობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოს ვერსიის შესაქმნელად ინვესტიციას გაიღებს.
"ჯერ ისიც არ ვიცით, რა ეღირება. მაგალითად, უკრაინაში თუ გაქვს ქაღალდის წიგნი, ერთ დოლარად ერთი წლით წიგნის Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ელექტრონული ვერსიაც გექნება. სახელმძღვანელოს ავტორი როდესაც რაიმეს ცვლის, შენ ამას მობილურზე, ტაბლეტზე, კომპიუტერზე ხედავ. გრიფირების წესში ვდებთ, თუ მოხალისეობრივ საწყისებზე გვეტყვი, რომ აპირებ გქონდეს ელექტრონული ვერსიაც, ჩვენ ამას ქულებში ჩაგითვლით. ვფიქრობ, ეს ბაზარიც უნდა გავხსნათ", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრს იმედი აქვს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების "პირველი მერცხლები" 2017 წელს გამოჩნდება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი