Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უმუშევარი მიგრანტების 8-შვილიანმა ოჯახმა უარი თქვა სახლზე მხოლოდ იმის გამო, რომ მასში სასადილო ოთახი არ იყო
ambebi.ge
24 September 2016, 18:22
33 წლის არნოლდ სუბე მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად ქალაქ ლუტონში (ბედფორდშირის საგრაფო, ინგლისი) 3-საძინებლიან სახლში ცხოვრობს და ამ ადგილს "ყველაზე საშინელს" უწოდებს, სადაც ოდესმე უცხოვრიათ. სუბეს ოჯახი მთავრობისგან 6-საძინებლიან სახლს მოითხოვს და უკვე სამი წინადადება უარყო, აქედან ორი მათგანი არც კი დაუთვალიერებია, მიუხედავად იმისა, რომ მალე უსახლკაროდ შეიძლება დარჩეს.

გასულ წელს ოჯახმა სახელმწიფოსგან დახმარების სახით 100 000 ფუნტი სტერლინგი მიიღო, და სანამ იმ სახლში გადავიდოდნენ, სადაც ახლა ცხოვრობენ, 4 თვის განმავლობაში სასტუმროში Hampton by Hilton განათავსეს.

სახლი, სადაც ოჯახი ამჟამად ცხოვრობს.
მრავალშვილიან ოჯახს ულტიმატუმი წაუყენეს - ან ოფიციალურ შემოთავაზებას დათანხმდებიან და გადავლენ 4 ან 5-საძინებლიან სახლში, ან უსახლკაროდ დარჩებიან და თავად მოუწევთ საცხოვრებელზე ზრუნვა.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ოჯახმა უარყო.

ამჟამინდელი საცხოვრებლის სასადილო ოთახი.

არნოლდ სუბე კამერუნში დაიბადა და გაიზარდა, 18 წლის ასაკში საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, 2012 წელს კი ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთს მიაშურა, ბედფორდშირის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა რომ მისცემოდა.

ოჯახი აცხადებს, რომ ამჯამინდელი სახლის საცხოვრებელი პირობები "საშინელია", მაგრამ მაინც უარს ამბობს შეთავაზებულ ვარიანტებზე, Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რადგან ფართის სიდიდე არ მოსწონთ.

"ჩემს ოჯახს აიგნორებენ, 3-საძინებლიან სახლში გვიწევს ცხოვრება, არადა 10 სული ვართ", - ამბობს არნოლდ სუბე.

"ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ჩვენი ყოფის გასაუარესებლად. ათას რამეს იმიზეზებენ. ჩვენ კი უბრალოდ დიდი სახლი გვჭირდება".

ლუტონის საქალაქო საბჭომ განაცხადა, რომ ოჯახს შესაფერისი სახლი გამოუძებნეს, მაგრამ მათ შემოთავაზებული ვარიანტი დაიწუნეს.

დუდანა ზაქარაია
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი