Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა­ტომ არ უნ­და მი­ვირ­თ­ვათ ხში­რად ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი?
ambebi.ge
31 August 2016, 23:20
ლი­მო­ნა­თის და ტკბი­ლი სას­მე­ლე­ბის სიყ­ვა­რულს ადა­მი­ა­ნი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ეჩ­ვე­ვა. ალ­ბათ ძნე­ლია ვინ­მემ თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბა წარ­მო­იდ­გი­ნოს და ამ ნუგ­ბა­რის გე­მო არ გა­იხ­სე­ნოს, თუმ­ცა გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩარ­თ­ვა, და­უშ­ვე­ბე­ლია, - ამ­ბობს კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ლია ბე­რი­კაშ­ვი­ლი. რა­ტომ? - ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუხს მის­სა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ამო­ი­კითხავთ:


- ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის უალ­კო­ჰო­ლო, ტკბი­ლი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი იყი­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც ბლო­მად გვყავს და იმ­პორ­ტი­ო­რე­ბიც. ეს სას­მე­ლე­ბი ორ ჯგუ­ფად შე­იძ­ლე­ბა დავ­ყოთ: მა­ტო­ნი­ზე­ბელ და გა­მაგ­რი­ლე­ბელ ტკბილ სას­მე­ლე­ბად, რომ­ლებ­საც ჩვენ­ში ლი­მო­ნათს ეძა­ხი­ან. ეს სას­მე­ლე­ბი ჩვენ­ში ძა­ლი­ან დი­დი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შ­ვებს უყ­ვართ.

- რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნია ეს პრო­დუქ­ტი?
- არ ვი­ცით, რად­გან 2012 წლამ­დე ჩვენ შე­სა­ბა­მი­სი კა­ნო­ნი არ გვქონ­და: კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბას შე­ა­მოწ­მებ­და, 2004 წელს გა­ა­უქ­მეს, რის გა­მოც ყვე­ლა­ფე­რი თვით­დი­ნე­ბა­ზე იყო მიშ­ვე­ბუ­ლი. მარ­თა­ლია, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 2012 წელს და­იწყო ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ პრობ­ლე­მის უც­ბად მოგ­ვა­რე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია: ყვე­ლა სა­სა­ქონ­ლო ჯგუფ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის შე­მუ­შა­ვე­ბაა სა­ჭი­რო, ბა­ზარ­ზე ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე პრო­დუქ­ცია რომ არ გა­ი­პა­როს. პირ­ველ რიგ­ში იმას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი არ მო­ი­წამ­ლოს და არ მოკ­ვ­დეს, ხა­რის­ხ­ზე მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი.

- ყვე­ლამ ვი­ცით, რომ უცხო­ურ სას­მე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი `კო­კა-კო­ლა­ა~, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­ზე უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტის აზ­რი ამ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნა­ზე?
- მარ­თ­ლაც ვინ იცის, რამ­დე­ნი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა ამ სას­მელ­ზე: ამ­ბო­ბენ, რომ ამ სასმელით ნი­ჟა­რებს და უნი­ტა­ზებს წმენ­დენ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს კომ­პა­ნია მა­ინც არ­სე­ბობს და ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ვე­რა­ფერს აკ­ლე­ბენ და ამის მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლია. ამ­გ­ვა­რი სას­მე­ლე­ბი ადა­მი­ანს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უჩენს, რო­გორც მა­გა­ლი­თად, ყა­ვა, რო­მე­ლიც კო­ფე­ინს შე­ი­ცავს - კო­ფე­ი­ნი და­მო­კი­დე­ბულს გვხდის ყა­ვა­ზე, სხვა­თა შო­რის, კო­ფე­ი­ნი გა­ზი­ან სას­მე­ლებ­შიც არის, გარ­და ამი­სა, მას Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. შე­იძ­ლე­ბა შე­რე­უ­ლი ჰქონ­დეს ჟენ­შე­ნი ან სხვა ნივ­თი­ე­რე­ბა - ალ­კა­ლო­ი­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სე­რი­ო­ზულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იწ­ვე­ვენ. კო­ფე­ი­ნის და ტო­ნუ­სის მიმ­ცე­მი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო, მსგავ­სი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სურ­ვე­ლი. რო­გორც ყა­ვის მოყ­ვა­რუ­ლებს ორ­გა­ნიზ­მი გვთხოვს კო­ფე­ი­ნის მი­ღე­ბას, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ხდე­ბა მა­ტო­ნი­ზე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბის მი­ღე­ბის დრო­საც - რაც უფ­რო მეტს ვსვამთ, მე­ტი და მე­ტი გვინ­დე­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა არათუ ბავშვებისთვის, მოზ­რ­დი­ლე­ბის­თ­ვი­საც არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი და სა­სურ­ვე­ლი.

განაგრძეთ კითხვა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი