Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ამალი-დევდორაკის ხეობაში საშიშროება აღარ არსებობს
ambebi.ge
31 August 2016, 22:20
ამ დროისთვის ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის საშიშროება აღარ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში განუცხადეს.
საბჭოს ინფორმაციით, სამთავრობო უწყებების დროული მუშაობის შედეგად გარკვეული გართულებების თავიდან აცილება მოხერხდა. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ მიმდინარეობს დევდორაკის ხეობის და ამალი-დევდორაკის შესართავის მუდმივი მონიტორინგი",- აცხადებენ კრიზისების მართვის საბჭოში.
ამალი-დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექისა და მყინვარის ზონაში დაგროვებული წყლის მასის პროვოცირებით დღეს, 19:20 საათზე ღვარცოფული ნაკადის გავლას ჰქონდა ადგილი. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ცნობით, ქვა-ტალახოვანმა მასამ საქართველოს სამხედრო გზამდე ვერ ჩააღწია და დაილექა მდინარის ტრანზიტის (კალაპოტის) ზონაში. მათივე ინფორმაციით, დევდორაკიდან სპეციალისტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-ს საპატრულო პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის ადგილიდან მოქალაქეთა ევაკუაცია. პრევენციის მიზნით, ჩაიკეტა საავტომობილი გზა თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 136-137-ე კილომეტრზე და დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობს გზების დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმი და ავტომობილების გადაადგილება 06.00 საათიდან 20:00 საათამდეა ნებადართული.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი