Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სამი ოქრო, სამი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ერთ დღეში
ambebi.ge
31 August 2016, 22:20
ფრანგულ მაიკონში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოდიან ქართველი ბერძენ-რომაელები - ზაზა სილაგაძის შეგირდებმა დღეს კიდევ სამი ოქრო მოიპოვეს.

31 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონები ოზურგეთელი დავით ჩხარტიშვილი (55), ხელვაჩაურელი რამაზ ზოიძე (66) და ზვიად პატარიძე (120) გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ ზოიძემ და პატარიძემ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ეს ტიტული, ორი თვის წინ კი ასევე წყვილად გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ჩხარტიშვილმა ფინალში იაპონელ იო ნამბას 3:2 მოუგო. ზოიძემ გადამწყვეტ შეხვედრაში უფრო დამაჯერებლად მოუგო კაჰარმან კისიმეტოვს - 5:1, პატარიძემ კი წმინდად, 10:0 დაამარცხა თურქი ოსმან კენან ილდირიმი.

ბერძენ-რომაელებმა ამ ჩემპიონატზე მანამდე კიდევ ერთი ოქრო მოიპოვეს - გიორგი მელიამ (96), ხოლო ნუგზარ წურწუმია (50) მესამეზე გავიდა. ამ გუნდმა მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზეც ოთხი ოქრო დაისაკუთრა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი