Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ასპინძის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება
commersant.ge
30 August 2016, 20:15
გოდერძის კურორტზე საინვესტიციო ფორუმი 2 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა „კომერსანტთან" განაცხადა.    მისი თქმით, სწორედ ეს გახდება საფუძველი იმისა, რომ კურორტით დაინტერესდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორები. აღსანიშნავია, რომ ფორუმი თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ცუდი ამინდების გამო ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ონოფრიშვილის განცხადებით, ფორუმი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პატრონაჟით გაიმართება და მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები მიიღებენ. მისი თქმით, თარიღი შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროსთან და თუ ამინდი საგრძნობლად არ გაუარესდა, აღარაფერი შეიცვლება.   მისივე განცხადებით, აუცილებელია მოხდეს კურორტის პოტენციალის გაცნობა, ასევე იმის ჩვენება, თუ რა გააკეთა სახელმწიფომ კურორტის განვითარებისთვის და რა დახმარებას გაუწევს ის კერძო სექტორს იმ შემთხვევაში, თუ „გოდერძის" კურორტში ინვესტირებას განახორციელებენ. ონოფრიშვილი მიმდინარე წლის დასაწყისში „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ მაღალმთიანი აჭარის კურორტზე ინვესტიციების განხორციელებას მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც დაეხმარებოდა.   „პრემიერმინისტრის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს ხულო-ზარმის გზის რეაბილიტაციის პროექტზე. სამინისტროსგან ველოდებით დასტურს და ვიმედოვნებთ, რომ გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება. კურორტზე რეალურად გზის ეს მონაკვეთი ქმნის პრობლემას. რეაბილიტირების შემდეგ, ინვესტორების მხრიდან ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტით, ზამთარში აღარ დაიკეტება ახალციხის მიმართულება და კურორტზე თბილისელებიც 3.5 საათში შეძლებენ მოხვედრას,"-აცხადებდა ონოფრიშვილი. მისი ინფორმაციით, გოდერძის კურორტზე იმაზე მეტი დამსვენებელი ჩავიდა, ვიდრე გეგმაში იყო. კურორტი გოდერძი 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტი გათვლილია დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაზე, ასევე, უცხოელ ტურისტებზე. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი. კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარით დაფინანსდა. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.   საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი