Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა გახდა მარნეულში ქორწილში მასობრივი მოწამვლის მიზეზი - სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
ambebi.ge
30 August 2016, 18:20
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ადამიანების ჯგუფური მოწამვლის ფაქტზე ინდმეწარმე სამირ კარაჯაევის კუთვნილ რესტორანში არაგეგმური Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ინსპექტირება განახორციელა. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა გრძელდება. სააგენტოს სპეციალისტების მიერ აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათის 13 ნიმუში და გადაგზავნილია ლაბორატორიული კვლევისთვის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში 200-მდე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი