Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს ყველაზე მასშტაბური აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც უსასტიკესი მეთოდებით ჩაახშეს
ambebi.ge
30 August 2016, 16:20
1924 წლის აჯანყება, ერთ-ერთი მძიმე ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ეს იყო დამოუკიდებლობის იდეის გაბრძოლება, რომელიც ოკუპანტმა ქართველთა ხელით სასტიკად ჩაახშო. რა უძღოდა წინ აჯანყებას, ვინ იდგა სათავეში ამ და სხვა კითხებზე პასუხი ისტორიკოს ბექა კობახიძეს ვთხოვეთ:

- 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ მალევე მოხდა აჯანყება სვანეთში, მერე 1922 წელს ხევსურეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით. ამის მერე შეიქმნა სამხედრო ცენტრი, რომელიც აერთიანებდა, სამხედრო მეთაურებს და მაშინდელ პოლიტიკურ ელიტას. ასევე შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი, იგივე პარიტეტული კომიტეტი, სადაც ყველა პარტიის თითო წარმომადგენელი შედიოდა, რათა ეს ყოფილიყო საერთო ეროვნული სახალხო აჯანყება და არა მხოლოდ ერთი, რომელიმე ჯგუფის ორიგანიზებული. ბუნებრივია, "ჩეკა" მოქმედებდა ძალიან ძლიერად და დაუნდობლად და 1923 წელს, სამხედრო ცენტრი გაცემულ იქნა და "ჩეკამ" გამოამჟღავნა მისი წევრები (რომლებიც დახვრიტეს დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, სადაც სამწუხაროდ მერე კომუნეტბმა ტუალეტი ააშენეს) ანუ ის ელიტა, ვისაც უნდა ეხელმძღვანელა აჯანყებისათვის, ჩავარდა. მიუხედავად ამისა, აჯანყებისთის მზადება გაგრძელდა. საქართველოში მუდმივად მოქმედებდა შეფიცულთა რაზმი ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით, ემიგრაციიდან ჩამოვიდნენ გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი მოღვაწეები: სახალხო გვარდიის მეთაური - ვალიკო ჯუღელი, თბილისის ქალაქის თავი ანუ მერი - ბენია ჩხიკვიშვილი, მიწათმოქმედების მინისტრი - ნოე ხომერიკი და სხვ. ამ ადმიანებისთვის სხვა მიზანი, გარდა საქართველოს გათავისუფლებისა არ არსებობდა. ეს თანაბრად ეხებათ, როგორც სოციალ-დემოკრატებს, ისე ეროვნულ-დემოკრატებს. არსებობს, საქართველოში წამოსვლამდე დაწერილი ვალიკო ჯუღელის წერილი, სადაც ის წერს - "თუ ჩვენ სამშობლოში არ დავბრუნდით და სამშობლო არ ვიხსენით, მაშინ ჩვენს ცხოვრებას რა აზრი აქვსო". იყო სხვა ნიუანსებიც და ასე ნელ-ნელა მიდიოდა მზადება 1924 წლის აჯანყებისათვის.

- ცნობილია, რომ აჯანყება მთელ საქართველოში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო 29 აგვისტოს, თუმცა ჭიათურაში დაიწყო ერთი დღით ადრე 28 აგვისტოს, რამაც აჯანყებულთა გეგმები არია. როგორ ფიქრობთ, 29 აგვისტოს რომ დაწყებულიყო, შედეგი შეცვლებოდა, თუ უბრალოდ დროში გაიწელებოდა აჯანყება, თუმცა დასრულდებოდა იმავე შედეგით?
- ისტორიას არ უყვარს "თუ" კატეგორია, მაგრამ დიდი ალბათობით დროში გაიწელებოდა და საბოლოო ჯამში მაინც იმ შედეგით დასრულდებოდა, როგორც დასრულდა, ვიანიდან აჯანყებულებს არ ჰქონდათ საკმარისი არც ადამიანური, არც მატერიალური რესურსი და არც შეიარაღება, რასაც ვერ ვიტყვით იმ დროინდელ ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებდა რუსეთი. გაითვალისწინეთ ის გარემოებაც, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე შესულია სხვადსხვა საერთაშორის ორგანიზაციაში. 1924 წელს საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ბრიტანეთმა (ამ დროს ბრიტანეთში, ხელისუფლების სათავეში პირველი ლეიბორისტული მთავრობა იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა რამზეი მაკდონალდსი, რომელიც 1920 წელს დამოუკიდებელ საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა), რომელიც იმ დროს ძალიან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა, არა მხოლოდ ევროპული მასშტაბით. ბუნებრივია, შინაგანად ბევრი დასავლური ქვეყანა უთანაგრძნობდა პატარა საქართველოს, თუმცა უკვე გაძლიერებულ და შინა ომებში გამარჯვებულ საბჭოთა კავშირათან საქართველოს გამო არავინ გაიფუჭებდა ურთიერთობას. ის კი არა, გაცილებით დიდი მასშტაბის მოვლენის, 1940 წელის ფინეთთან ომის დროსაც ვერ მოხდა დასავლური სამყაროს მობილიზება.

- რამდენად Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ჯეროვნადაა შესწავლილი ეს აჯანყება?
- მოგეხსენებათ, რომ აჯანყების ორგანიზება, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის მთელი წლის მანძილზე ხდებოდა, თუმცა კომუნიკაციის შეზღუდული რესურსის გამო, ძალიან ძნელდებოდა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ცენტრალიზებულად ამის ორგანიზება. ფაქტობრივად ყველა რეგიონში აჯანყების ორგანიზება ხდებოდა ცალ-ცალკე (ზუსტად ამიტომ მოხდა უზუსტობა და ჭიათურაში ერთი დღით ადრე დაიწყო აჯანყება), ამიტომ ჩემი აზრით საჭიროა ყველა რეგიონის ცალ-ცალკე შესწავლა. მაგ. ისოტრიკოსმა ლევან ჯიქიამ აწარმოა კვლევა, მხოლოდ დას. საქართველოზე. მე ვფიქრობ კარგი იქნება, თუ გვექნება კვლევა ქართლზე, მთა-თუშეთზე, ხევსურეთზე და სხვ. ყველა იმ რეგიონზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აჯანყებაში. აჯანყების შესწავლისას უფრო მეტად მემუარულ ლიტერატურას ვეყრდნობით, მაგ. ისეთს როგორიცაა სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებები; ალ. სულხანიშვილის - ”მოგონებები შეფიცულთა რაზმზე” და სხვ. თუმცა ძალიან ბევრი ფაქტი დაკარგულია და აუცილებელია, რომ ამ ყველაფრის აღდგენა მოხდეს და სკოლის მოსწავლეებმაც უნდა იცოდნენ ამ აჯანყების შესახებ.

- საბჭოთა ისტორიოგრაფია, თუ ახსენებდა ამ თარიღს?
- საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა არ შეხებოდა ამ თარიღს, თუმცა ის ისტორიკოსები, რომელთაც ამ პერიოდის კვლევა უწვედათ, გვერდს ვერ უვლიდნენ 24 წლის აჯანყებას და ნათლავდნენ როგორც ანტიხალხურ კონტრრევოლუციას, დასავლელი იმპერიალისტების ინსპირირებულ აჯანყებას და სხვ.

- რამდენად რეალური ის ფაქტი, რომ როცა შორაპანში ვაგონებში დახვრიტეს აჯანყებაში ბრალდებულნი, ქართველმა ჯარისკაცებმა უარი თქვეს დახვრეტაში მონაწილეობის მიღებაზე და მხოლოდ არაქართველებმა ესროლეს ვაგონში ჩაკეტილ ბრალდებულებს...
- ასეთი რაღაცეები მეც მსმენია. ზოგადად ასეთი გადმოცემები ხშირად გროვდება ზეპირსიტყვიერებაში, თუმცა ამ აჯანყების ძალიან ბევრი ეპიზოდი სწორედ ზეპირსიტყვიერებით მოვიდა ჩვენამდე (მაგ. ცნობილი ფაქტია, როცა სერგო ორჯონიკიძეს უთხრეს, რომ შეეწყალებინა აჯანყებაში ბრალდეული ვაჟა ფშაველას ვაჟი, რაზეც სერგომ უპასუხა, რომ არათუ ვაჟას ვაჟს, არამედ თავად ვაჟაც რომ იყოს მასაც დახვრეტდა), რომელთა ნაწილი მოგონილია, ზოგი ნაწილობრივ მართალია და ზოგიც სრულ სიმართლეს წარმოადგენს. თქვენს მიერ ნახსენები ფაქტი რამდენად მართალია ვერ გეტყვით, თუმცა ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ეს გმირული აჯანყება ჩახშობილი იყო ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი მეთოდებით. სხვათა შორის, ასეთი ფაქტიც არის ცნობილი, რომ რუსეთიდან მოვიდა დეპეშა, სადაც ეწერა, რომ შეეჩერებინათ დახვრეტები, თუმცა სერგო ორჯონიკიძემ თანამებრძოლებს განუცხადა, რომ ჯერ არ მიექციათ ყურადღება დეპეშისათვის და როცა სრულად ამოძირკვავდნენ აჯანყებულებს და მათთან დაკავშირებულ პირებს, მხოლოდ მაშინ გაეთვალისწინებინათ დეპეშის შინაარსი. ამაზეც ვერ დავდებთ თავს, რომ უდაო ფაქტია, თუმცა რელობასთან ახლოსაა, რადგან სერგოს ჰქონდა ასეთი პოზიცია, ვიანიდან ის მოსკოვში კარიერას იკეთებდა კავკასიით, 1937 წლამდე, ფაქტობრივად, ის განაგებდა კავკასიას და ბუნებრივია, მოსკოვის თვალში ის თავის გამოჩენას ცდილობდა და რადიკალურ ზომებს არ ერიდებოდა.

- რა შეცვალა იმ დროინდელი ქართველების ცნობიერებაში 1924 წლის აჯანყებამ?
- ცნობიერებაში არა მარტო მაშინ მოახდინა გავლენა, არამედ დღესაც დიდ როლს ასრულებს. ბუნებრივია, ის ხალხი, ვის თვალებშიც ჰეროიკულ ეპიზოდებად შემორჩა 1924 წლის აჯანყება, თუ იმავე წელს არ დახვრიტეს ან ემიგრაციაში არ წავიდნენ, 37 წლის რეპრესიებს თითქმის ვერავინ გადაურჩა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ქვეყანა იყო შეურიგებელი ოკუპანტისადმი ეს ასულდგუმლებდა იმ ეროვნულ ნარატივს, რაც 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობის დაწყების საწყის მუხტად იქცა და დღემდე, ამ ფაქტის გახსენება იდეოლგიურ საფუძველს გვაძლევს, ვებრძოლოთ ოკუპანტს და მე ვფიქრობ, ეს არის უდიდესი შედეგი ამ აჯანყებისა.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი