Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ვინ შექმნა ოლიმპიელების სამოსის დიზაინი, რომელმაც საზოგადოება აალაპარაკა
ambebi.ge
23 July 2016, 19:20
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაცილების ცერემონიალი მოუწყვეს, სადაც სპორტსმენები განსხვავებულ, არასპორტულ სამოსში გამოცხადდნენ. მათი ხილვის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი, ხმაური ატყდა, ვინაიდან სპორტსმენების სამოსმა ცოტათი დააბნია ადამიანები, მიიჩნიეს, რომ ის ქართული სამოსი არ არის.

ვინაიდან სამოსი ოლიმპიურმა კომიტეტმა კომპანის მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა, გაჩენილ კითხვებზე პასუხი სწორედ მის დირექტორს, პროფესიით მხატვარ ანი ნინუას დავუსვით.

- რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია ოლიმპიელების სამოსმა, გიპასუხებთ, რომ ის არის ჭეშმარიტად ქართული სამოსი, ოღონდ, მათ ვისაც ასეთი კითხვები გაუჩნდა, არ ვიცი, რას გულისხმობენ ქართულში.
6 წელია, გვაქვს მაღაზია და გარდა სამოსის გაყიდვისა, ვცდილობთ, იქაურობას გარკვეული შემეცნებითი დატვირთვაც მივცეთ.
ვცდილობთ, ადამიანებს ავუხსნათ თუ რა დანიშნულება აქვს, საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ტანსაცმელს და მის ატრიბუტებს, მაგალითად, ფაფანაკს, ყაბალახს და ა.შ. უმეტესმა ნაწილმა იცის ამის შესახებ, მაგრამ ბევრმა მიმაჩნია, რომ არ იცის.

ზოგს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული სამოსია, არადა, ზოგადად კავკასიურია (უბრალოდ ქართულ ჩოხაშიც სხვაობაა, არის მეგრული, იმერული, არის ჩოხის განსხვავებული დეტალებიები). ამავე დროს არის ქალის ულამაზესი სამოსიც მაგალითად ქავთარა, რომელიც რაჭველებისთვის არის დამახასიათებელი. ასევე არის აჭარული, ულამაზესს ელეგი, კაბა, მაგრამ აჭარული მხოლოდ ის ჰგონიათ, რაც მოცეკვავეებს სცენაზე აცვიათ. ისიც არის, მაგრამ იყო სხვაც, რომელიც ისე გავრცელებული არ გახლდათ.

- ოლიმპიელი ქალბატონები რა კუთხის სამოსით მოგვევლინენ?
- ეს არის სწორედ აჭარული ელეგი, რომლიც მუზეუმში დაცული კოსტიუმის ზუსტი ანალოგია, მისი კოპირება,- ორნამენტი, ნაქარგობა ზუსტად იქიდან არის აღებული, უბრალოდ სილუეტი ცოტათი შეცვლილია. იქ თავისუფალია და ჩვენ წელში გამოყვანილი შევქმენით იმიტომ, რომ კაბას ასეთი ფორმა უხდება.
ქალებს ასევე შევუქმენით ჩაფრასტი, თავზე დასაფარებელი. ხელში კი ქისები უჭირავთ, რომ კომფორტულად იგრძნონ თავი, იგივე ტელეფონის შესანახად გამოადგეთ. თან, ოლიმპიურმა კომიტეტმა გვთხოვა, რომ ხელში რაღაც ჰქონოდათ.

- ყველაფერი მათთან შეთანხმებით გაკეთდა, ხომ?
- დიახ, ეს იყო ჩვეულებრივი შეკვეთა, რომელიც მივიღეთ და შევასრულეთ. ასეთი კაბა ჩვენს კატალოგში შავი ფერის გვაქვს, რომელიც ნინო სალუქვაძეს უნდოდა, მაგრამ თეთრი უფრო გაანათებს, სტადიონზე, კარგად გამოჩნდებაო და ასე გადაწყდა.

- მამკაცის ოლიმპიელების სამოსიც აჭარულია?
- ის ხევის ახალუხი გახლავთ, ასე ეცვათ ხევში ადრე მამაკაცებს, რომელიც უფრო თბილი იყო, ხევის კლიმატური პირობებზე გათვლილი და მთისთვის უფრო მოსახერხებელი. ჩვენ უფრო დავამოკლეთ, ქურთუკის ვარიანტში გადავწყვიტეთ, ცოტა თანამედროვე ელემენტები შევძინეთ, რომ მოსახერხებელი, პრაქტიკული ყოფილიყო. თან, სხვა დროსაც რომ ჩაიცვან როგორც ქართული შტრიხებით შექმნილი სამოსი.

- მაინცდამაინც აჭარა და ხევის ანალოგების მიხედვით რატომ შეარჩიეთ ეს ტანსაცმელი?
- ჩოხა როგორც ვთქვი, კავკასიაში სხვებსაც აცვიათ. ამიტომ, მეტი გამოკეთა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, თან, ის ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა სტადიონზე და თვითონაც ასე ფიქრობდნენ, მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტდით.

- მოკლედ, დიდი გაკვირვება გამოიწვია ამ ყველაფერმა.
- გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მგონია, რომ მაინც დავობენ და უნდა ვიდავოთ... მაგრამ მთავრია, იქ როგორ Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. წარდგებიან, თუმცა მათი გამოსვლა, ვიმედოვნებ, რომ ღირსეული იქნება.
საზოგადოება კი როდესაც ქართულ კულტურაზე ლაპარაკობს, უფრო მეტი უნდა გაიგოს მასზე. ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამოსი ქართული კულტურის ნაწილია. ჰოდა, მოდი, ჯერ ჩავიხედოთ ამ დეტალებში და მერე განვსაჯოთ ეს კოსტიუმები ქართულია, სლავური, თუ უზბეკური. ამის შემდეგ უფრო მეტს ვილაპარაკებთ.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი