ბულგარეთში სოფიადან 400 კილომეტრის მანძილზე, არქეოლოგებმა განძი აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ძვირფასეულობა ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელის გარემოცვას ეკუთვნის.
აღმოჩენილი უნიკალური საგნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის მიწურულისა და III საუკუნის დასაწყისის პერიოდით თარიღდება.
არქეოლოგები განძს შემთხვევით წააწყდნენ. ისინი ჩვეულებრივ, მორიგ ექსპედიციას აწარმოებდნენ, როდესაც სკივრი აღმოაჩინეს. მასში კი ათეულობით ოქროს ნაკეთობა იყო. საინტერესოა, რომ ნივთებს შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი სახე.
წყარო: