Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლადო ჭანტურია - გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს
ambebi.ge
29 June 2016, 18:22
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, საელჩოს ავტომანქანას ცეცხლი ექსტრემისტებმა წაუკიდეს, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ განაცხადა.

”წუხელ, ბერლინში, რამდენიმე საელჩოს ავტომანქანას, პოლიციის ინფორმაციით, ექსტრემისტულმა ძალებმა წაუკიდეს ცეცხლი. პირველადი ინფორმაციით, ეს გახლავთ საფრანგეთის და საქართველოს საელჩოების მანქანები. კრიმინალურმა პოლიციამ უკვე Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. დაიწყო გამოძიება და უახლოეს მომავალში უფრო მეტი გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ჭანტურიამ.

კითხვაზე, მსგავსი შემთხვევები ყოფილა თუ არა ადრე, ჭანტურიამ უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ, ბერლინში ადრეც იყო. ”თუმცა წარმომადგენლობების ავტომანქანებზე ასეთი ინფორმაცია და შემთხვევები არ გვქონია. რა თქმა უნდა, დასანანია, რომ საქართველოს საელჩოს ავტომანქანა შეეწირა ასეთ კრიმინალურ აქტს”, - აღნიშნა ჭანტურიამ.

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორის საქართველოს საელჩოს მანქანაც არის.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი