Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ერდოღანი - თუკი წინსვლა არ იქნება, პარლამენტი ევროკავშირთან შეთანხმებას დაბლოკავს
ambebi.ge
25 May 2016, 12:22
თუკი ევროკავშირში თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით წინსვლა არ იქნება, თურქეთის პარლამენტი ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებას დაბლოკავს, რომელიც ევროპაში სამიგრაციო კრიზისის გადაწყვეტას უკავშირდება, - „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა სტამბულში, მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ სახსრები, რომლებიც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ანკარისთვის უნდა გაეგზავნა დევნილთა ბანაკების მოსაწყობად, ჯერ კიდევ არ მიუღიათ. მარტში, თურქეთსა და ევროკავშირს შორის სამიგრაციო კრიზისის პრინციპები შეთანხმდა. შეთანხმების თანახმად, 20 მარტიდან ყველა არალეგალი მიგრანტი, ვინც საბერძნეთის ტერიტორიაზე მოხვდება, თურქეთში დაბრუნდება.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი