Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გიორგი გოცირიძეს 4 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა - უახლესი ინფორმაცია კომედი შოუს მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ambebi.ge
06 May 2016, 16:21
"კომედი შოუს" მსახიობს გიორგი გოცირიძეს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ავტომობილი დაეჯახა, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ოთხი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. 27 წლის პაციენტს ოპერაციები მუცლის ღრუს ორგანოებზე და ქვედა კიდურებზე ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა, მსახიობი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ინფორმაცია გოცირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს.

"ავარიის შედეგად მოხვედრილ პაციენტს ჩაუტარდა ურთულესი ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე, რომელიც ქირურგმა შოთა ძაგანიამ ჩაატარა. ასევე, პაციენტს დაზიანებული ჰქონდა ორივე კიდური და ურთულესი ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაატარა წვივებზე ტრამვატოლოგმა ზურა ორაგველიძემ. პაციენტის You must have Flash Player installed in order to see this player. მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აპარატურულ სუნთქვაზე" - განგვიცხადეს საავადმყოფოში.

გიორგი გოცირიძეს 27 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში შოკურ მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა.

ასევე იხილეთ: "ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე" - რას ჰყვება თვითმხილველი "კომედი შოუს" მსახიობის ავარიაზე და როგორია მისი მდგომარეობა
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი