Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ოზურგეთში ფილტვების შეშუპებით მამაკაცი გარდაიცვალა
ambebi.ge
13 February 2016, 22:20
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ფილტვების შეშუპებით 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ინტეპრესნიუსს" შპს "მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ განუცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამაკაცი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა, დავით მდინარაძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ მიზეზი ფილტვების შეშუპება იყო, თუმცა გვამის გაკვეთაზე ოჯახმა უარი განაცხადა.

"გრიპის ვირუსით არ გარდაცვლილა. მე ვერ გეტყვით რა მოხდა. შემოვიდა ფილტვების შეშუპებით და შემოსვლიდან 10 წუთში რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. დიაგნოზი არის ფილტვების შეშუპება. გვამის გაკვეთაზე უარი განაცხადეს, ხელი მოაწერეს და მიცვალებული სახლში გადაასვენეს", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი