თბილისში, ქავთარაძის ქუჩის N32-ში მდებარე კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო სამსახურის 4 ბრიგადა იყო გასული.
ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
You must have
Flash Player installed in order to see this player.