Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა ბედით ელით გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს
ambebi.ge
23 January 2016, 15:20
გერმანია ლტოლვილებისთვის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.

სწორედ ამიტომაც გასულ წელს მიგრანტების ყველაზე დიდი ნაკადი გერმანიის საზღვრებს მიადგა. თავშესაფრის მაძიებელთა რეკორდულად ზრდამ ამ ქვეყანას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ერთ დროს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ცნობილ გერმანიაში, დღეს ამ მხრივ ვითარება განსაკუთრებით გაუარესდა. კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა, სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

31 დეკემბერს გერმანიის რამდენიმე ქალაქში ძარცვის და ქალებზე მიგრანტთა მიერ სექსუალური ხასიათის თავდასხმის ასობით ფაქტი დაფიქსირდა. პოლიციაში სულ 838-მა ადამიანმა შეიტანა საჩივარი, აქედან 381 სექსუალური ხასიათისაა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელების დიდი ნაწილი მიგრანტები იყვნენ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონიდან.

მსგავსი მასშტაბური თავდასხმები გერმანიაში უპრეცედენტო რაოდენობას აღწევს. მოსახლეობის ნაწილი მომხდარს მიგრანტთა დიდ ნაკადს უკავშირებს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ლტოლვილთა რიცხვი უნდა შემცირდეს. ნაწილი კი ამბობს, რომ მიგრანტებს გერმანიაში თავშესაფრის მიიღების საშუალება უნდა მიეცეთ. თუმცა, ფაქტია, რომ გერმანიის მთავრობისა და პოლიციის უნარი - შეინარჩუნონ წესრიგი ქვეყანაში, ეჭვის ქვეშ დადგა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ღამე ქუჩაში გასვლა უკვე ძალიან You must have Flash Player installed in order to see this player. საშიშია.

„სამწუხაროდ, უბნები, რომლებიც უცხოელებითაა დასახლებული, კრიმინალის მაღალი დონით გამოირჩევა. ლტოლვილების მიღებისა და პარიზის ტერაქტის შემდეგ კი უსაფრთხოების განცდა აღარ არის, ყოველ ხალხმრავალ ადგილას შეიძლება რაღაც აფეთქდეს, არის ცრუ განგაშის შემთხვევებიც. სამი წელი არ არის, რაც აქ ვცხოვრობ და 2015 წლის იანვრის შემდეგ, ნამდვილად აღარ მაქვს უსაფრთხოებისა ის განცდა, რაც მანამდე“, - ამბობს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მარიამ დგებუაძე.

ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა ნაწილი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საზღვრების ჩაკეტვის ინიციატივით გამოდის. განსაკუთრებით კრიტიკულად უდგება მიგრაციის კრიზისს გერმანიის ყველაზე მდიდარი რეგიონი - ბავარია, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყანაში ლიდერია. თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შეჩერების მიზნით, გასულ კვირას ბავარიის მთავრობა ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების სიის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა. სიაში საქართველოს შეყვანაც სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ ლტოლვილებს თავშესაფარზე უარს ეტყვიან, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად ჩაითვლება.

წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი