Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რუსეთი და საფრანგეთი ისლამურ სახელმწიფოსთან ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ
ambebi.ge
27 November 2015, 11:24
რუსეთი და საფრანგეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთობლივ ბრძოლაზე შეთანხმდნენ. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსკოვში, რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ორი ქვეყანა საჰაერო დარტყმების მიტანისას კოორდინირებულად იმოქმედებს. იგეგმება ავიაიერიშების გააქტიურებაც.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მხარეები ტერორიზმის You must have Flash Player installed in order to see this player. საკითხებზე ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის ხარისხს გაზრდიან. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, მოსკოვმა ასევე პირობა დადო, რომ სირიაში მოქმედი ე.წ. ზომიერი ოპოზიციის ძალებზე ავიადარტყმებისგან თავს შეიკავებს.

ფრანსუა ოლანდმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ვლადიმერ პუტინმა კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ასადის არმია "მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში".

საფრანგეთმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება 13 ნოემბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ გადაწყვიტა.


"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი