Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | 78 წლის ბებო 2 კვირაზე მეტია შიმშილობს - რატომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას ციალა ჯოჯუამ
ambebi.ge
27 November 2015, 11:20
2 კვირაზე მეტია ზუგდიდის გამგეობასთან 78 წლის ციალა ჯოჯუა შიმშილობს. ის გამგეობის წინ დადგმულ საწოლში, ღია ცის ქვეშ წევს. რატომ აირჩია პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა, ამაზე კომენტარი მის შვილს, ლალი ცირდავას ვთხოვეთ:

- დედაჩემი 19 დღე შიმშილობდა, მერე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მოინახულა და სთხოვა, რომ შეეწყვიტა შიმშილი, რადგან დედა ასაკოვანია და შიმშილობა ძალიან ცუდად იმოქმედებდა მასზე. დედას არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, შეიძლება ითქვას, მძიმე ავადმყოფია, მაგრამ მაინც არ აპირებს პროტესტის შეწყვეტას, ვიდრე საკუთარ სიმართლეს არ დაადგენს.

- რატომ გადაწყვიტა დედათქვენმა რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართა?
- ჩვენ მოტყუებით, თაღლითური გზით წაგვართვეს ბინა საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ და გამგეობის ააიპ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა. საბუთებზე მოტყუებით მოაწერინეს ხელი დედაჩემს და საბოლოოდ, ჩვენი ბინა მიითვისეს. მათ ისე გააკეთეს, რომ თითქოსდა ბინა იყო ავარიული და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათო იყო, სინამვილეში კი ბინა არ იყო ავარიული, მეტსაც გეტყვით, მერე, როცა უკვე უკანონოდ მითვისებულ ბინაში ვიღაცები შეასახლეს, იმ კორპუსში ბინების რემონტი გააკეთეს და მხოლოდ სამი ბინა იყო ისეთი, რომელსაც შეკეთება არ დასჭირდა, მათ შორის მოხვდა ჩვენი ბინაც.

- როცა ხელს აწერინებდნენ, სანაცვლოდ რას დაპირდნენ?
- საბინაო ამხანაგობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერინა საბუთზე, რომელზეც უთხრა, რომ ბინის გადაფორმების დოკუმენტაციააო. სინამდვილეში კი, ამ საბუთით, დედაჩემს ბინა სახელმწიფოსთვის ჩაუბარებია. ბინა საკონსერვო ქარხნის მუშების იყო და იქ ვცხოვრობთ კომუნისტების დროიდან. დედა იმ ბინაში საბუთზე ხელის მოწერის მერეც ცხოვრობდა და ეს ფაქტი მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდა, როცა ვიღაც გოგო შეასახლეს იქ. ეს ამხანაგობის თავმჯდომარე ძალიან გაქექილი ქალია, ზუგდიდში ლაპარაკობენ, ასაკოვან ქალბატონებს ატყუებსო, ერთ მარტოხელა ქალსაც გაუკეთა მსგავსი და ახლა მისი მეურვეა და უვლისო. მას მერე, რაც დედაჩემის ბინაში ვიღაც შეასახლეს, დედა You must have Flash Player installed in order to see this player. გამოვიდა და წევს ქუჩაში, რათა ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და სიმართლე გაირკვეს. ჩვენ გვქონდა კოოპერატივის მიერ დაფუძნებულ ამხანაგობის მიერ აშენებულ კორპუსში ბინა, რომელიც ჩვენმა ახლობელმა გაყიდა. ჩვენზე ამბობენ, ეგენი აფერისტები არიან, ბინა გაყიდეს და ახლა სხვა ბინა მოუნდათო, ჩემი კუთვნილი ნივთი რომ გავყიდო, აფერისტობაა?!

- ვინმე თუ გეხმიანებათ და გაქცევთ ყურადღებას?
- ჩვენ არავისი სამათხოვრო არ გვჭირს. იყო ხალხი მოსული, ზოგს საკვები მოაქვს, ზოგს ფული, მაგრამ ყველას მადლობით ვისტუმრებთ, რადგან არ გვინდა ვინმე შევაწუხოთ, თანაც ნამდვილად არ გვიჭირს ისე, რომ ვინმე შეწუხდეს. უბრალოდ, გვინდა სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი კუთვნილი დაგვიბრუნონ.

- პოლიციაში თუ შეიტანეთ სარჩელი?
- კი პოლიციამ დამკითხა უკვე და საქმეც აღძრულია. იმედია გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და სიმართლე იზეიმებს.

AMBEBI.GE მეორე მხარის მოსაზრებებსაც მოისმენს და მათ კომენტარს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი