Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ოქრუაშვილის პარტიის წევრი თეო ტლაშაძე გათხოვდა - ფოტოები ქორწილიდან
ambebi.ge
09 October 2015, 19:20
ოქრუაშვილის პარტიის წევრი თეო ტლაშაძე გათხოვდა. მისი რჩეული სპორტსმენი დავით რჩეულიშვილია. წყვილმა ქორწილი რესტორან "თავადურში" გუშინ გადაიხადა, ქორწილში იმყოფებოდა ირაკლი ოქრუაშვილი, მარიკა ვერულაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი ოჯახით, სპორტსმენები, ექიმები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები.
- ჩემი მეუღლე არის დავით რჩეულიშვილი, ძველი მოჭიდავეა, ახლა აღარ ჭიდაობს. საფრანგეთში ასპარეზობდა, ცხოვრობდა უკრაინაში და რუსეთში. ერთი წლის წინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ამჟამად საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული, თუმცა ამ დეტალებზე არ ვისაუბრებ.

- რით მოგხიბლათ დავით რჩეულიშვილმა?
- დავითმა თავისი გონებაგახსნილობით მომხიბლა, პრაგმატული, ენერგიული და კონტაქტური ადამიანია. მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ კოლეგებთან, ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა დამეკავშირებინა ჩემი ბედი მასთან.

- სიურპრიზების გაკეთება უყვარს ბატონ დავითს?
- უყვარს სურპრიზების გაკეთება. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სტუმრობა გორში, ის ტორტი ჩამომიტანა, რომელიც მე მიყვარს.

- ხელი როგორ გთხოვათ?
- ორი წლის წინ დავდე ფოტო ფეისბუქზე, მაშინ ის საფრანგეთში ცხოვრობდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტა თავისთვის გავმხდარიყავი მისი მეუღლე. ორი წელი ცდილობდა მოვეხიბლე. ვეუბნებოდი სწორედ მისმა პრაგმატულმა და სწორმა ნაბიჯებმა გადაწყვიტა ჩვენი დაოჯახება. მას დასახული ჰქონდა ჩემთან You must have Flash Player installed in order to see this player. დაახლოების გეგმა. განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე ადამიანების ნდობა დაკარგული მაქვს, მითუმეტეს უცხოებთან, მან ორი წლის თავზე აისრულა საწადელი. ეს დასაფასებელი იყო ნამდვილად. როდესაც ჩამოვიდა საფრანგეთიდან მაშინ მთხოვა ცოლობა, მაგრამ მაშინვე არ დავუჯერე და მხოლოდ 6 თვის შემდეგ დავქორწინდით.

- აპირებთ საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებას?
- შეგნებულად არ მივდივართ. დავითის ბინის მშენებლობა მთავრდება დიღომში და აქტიურად ვართ ჩართული სარემონტო სამუშაოებში.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი