Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | უთქვამს, - გზაზე ისეთი ავარია მოხდა, იქ გავლის მაშინიაო, - ზუსტად იქ დაიღუპა...
ambebi.ge
04 October 2015, 12:20
"ახლა ხომ მიშა დავკარგეთ ლანჩხუთის "გურიიდან", შარშან ზუსტად ამ დროს, "გურიის" 25 წლის ფეხბურთელი ნიკა კილაძეც ავტოკატასტროფით გარდაიცვალა, იმის წინ კიდევ "გურიის" ორი ფეხბურთელი 19 წლის თორნიკე ინაიშვილი და 15 წლის ბექა ბზეკელავაც ავარიაში დაიღუპნენ"

1-ლ ოქტომბერს, ლანჩხუთში მომხდარმა ავტოკატასტროფამ ლანჩხუთის "გურიის" ფეხბურთელი, მეკარე 25 წლის მიხეილ გოგუაძე იმსხვერპლა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მსგავსი საზარელი ავტოავარია არ უნახავთ - ნაწვიმარი ტრასიდან ასხლეტილი მანქანა ბეტონს ისეთი სისწრაფით შეეჯახა, რომ ჰაერში დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლზე, ელექტროსადენებთან ავარდა და შემდეგ ისევ მიწაზე დაენარცხა. ამ დროს მიშა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და კიდევ რამდენიმე საათს იცოცხლა, - იბრძოლა სიცოცხლისთვის, მაგრამ...

მამუკა ქანთარია, მიხეილ გოგუაძის ახლობელი:
- საშინელება დატრიალდა. ვიდრე მიშა ქუთაისში არ გადაიყვანეს, მისი მეგობრები და გულშემატკივრები ლანჩხუთის საავადმყოფოში ვიყავით და იმედით შევყურებდით ყოველი თეთრხალათიანის გამოსვლას, მაგრამ უკვე ძალიან ცუდად იყო, - კაცი 7 მეტრზე ავარდა ჰაერში, იქიდან კი უკან დაენარცხა მანქანით, სასწაული თუ გადაარჩენდა, სასწაული კი არ მოხდა... თუ ეს შეღავათია, არ ვიცი, მაგრამ კიდევ კარგი მარტო You must have Flash Player installed in order to see this player. იყო, მანქანაში ამ დროს სხვაც რომ ყოფილყო, ვერც ის გადარჩებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როგორც ვიცი, მიშა არავის ტოვებდა გზაზე, მანქანა რომ არ გეჩერებინა...
მიხეილ გოგუაძე

- ანუ ავტოკატასტროფა სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია?
- როგორც ამბობენ, ვარჯიშზე აგვიანდებოდა და იმიტომ ჩქარობდა. სადაც ავარიაში მოხდა, იქ მკვეთრი შესახვევია, მაგრამ ასეთ შესახვევში აჩქარებითაც არაფერი მოუვიდოდა, რომ არა წვიმა და იქ დაქცეული საწვავი. მიშას მანქანა ამ დაქცეულ საწვავზე აუსრიალდა, რის შემდეგაც მოწყდა ადგილიდან და ჩაბეტნებულ ღობეს შეეჯახა, ღობემ კი აისხლიტა და მანქანაც ჰაერში ავარდა, ამან დაღუპა. მიშა საუკეთესო ადამიანი ხომ იყო და იყო, მეკარეც ძალიან კარგი იყო. ამ ბოლო დროს მაინც ისეთ თამაშებს თამაშობდა, ხალხი გაოცებული იყო, რა სწრაფად მიდის წინო.

იხილეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი