Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რეზი არველაძის რეპლიკა: ტირის ბუნება
ambebi.ge
03 October 2015, 23:20
რაც მე ვერ მოვახერხე ფეხბურთში, ჩემი შვილი გააკეთებს, - ამის შესახებ რევაზ არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში შემდეგ, გულშემატკივართან გამოსვლისას განაცხადა.
არველაძეს მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. ამასთან, შენობიდან გასვლის შემდეგ მან იხუმრა და წვიმიანის ამინდის გამო მცირე რეპლიკა გააკეთა - "ტირის ბუნება", - აღნიშნა არველაძემ, რომელმაც "ჰოლიდეი ინნ"-ი ძმასთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა.

ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ, არა უშავს გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ასეთი ჯოჯოხეთის გავლა მომიწევდა. You must have Flash Player installed in order to see this player. ეს რომ მეფიქრა, არც ჩემს თავს და არც ოჯახს არ ვანერვიულებდი. ყველაფერი კეთდებოდა უზენაესი მიზნისთვის - დიდი ფეხბურთისთვის და რაც გამოვიდა, გამოვიდა. უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. მე არ ვამბობ, რომ ეს კობიაშვილის ბრალი იყო. ეს ყველაფერი ერთად იყო ჩემს წინააღმდეგ. არა უშვავს, გავუძლებ და მე ისევ ისე ამაყად ვივლი ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში. ხან წააგებ, ხან მოიგებ. ცოტახანი კომენტარს აღარ გავაკეთებ და ვიფიქრებ, თუ როგორ დავისვენო ამ ჯოჯოხეთის შემდეგ", - განაცხადა არველაძემ.
მანვე ლევან კობიაშვილს გამარჯვება მიულოცა. "მე მინდა წარმატება ვუსურვო ქართულ ფეხბურთს და ლევანს ვაჟკაცურად, კაცურად მივულოცო გამარჯვება. მინდა, წინამორბედებზე მეტი შეძლოს", - განაცხადა არველაძემ.
მანვე იმ 15 ადამიანს, რომელმაც მხარი დაუჭირა, ასევე რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი