Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | როდის განახლდება ჩემი ცოლის დაქალები და რას ამბობს პროდიუსერი მსახიობებზე, რომლებმაც სერიალი დატოვეს
ambebi.ge
04 September 2015, 08:20
რეიტინგული სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალების" მეშვიდე სეზონი დასრულდა. მაყურებელი საყვარელ გმირებს დროებით გამოემშვიდობა. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული სეზონი აქტუალური პრობლემებითა და საინტერესო თემებით, შესაბამისად, მაღალი რეიტინგით. რას უნდა ელოდოს სერიალის მაყურებელი ახალი სეზონიდან, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს "ჩემი ცოლის დაქალების" პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ესუბრა.

- ახალი სეზონის პირველი სერიის პრემიერას 2 ოქტომბრიდან ვგეგმავთ. იმის თქმა შემიძლია, რომ სიახლეები იქნება. ძველი და ყველასათვის საყვარელი ძირითადი პერსონაჟები სერიალში კვლავ იქნებიან. სერიალს ახალ სიცოცხლეს ახალი გმირებიც შესძენენ.

- რამდენიმე პერსონაჟი გამოგაკლდათ, მათ შორის გურანდა გაბუნია და რევაზ ნასიძე, რისი თქმა შეგიძლიათ ამ პერსონაჟებზე?
- ორივე მათგანთან ნორმალური კომუნიკაცია გვქონდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. აუცილებლად უნდა გამქრალიყო გურანდა გაბუნიას პერსონაჟი, რადგან ის წარსულია და აუცილებლად უნდა წავიდეს. არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა, მას გავაცანით ჩვენი გადაწყვეტილება და ამით დამთავრდა ყველაფერი. რაც შეეხება რევაზ ნასიძეს, მან კონტრაქტი GDS-სთან გააფორმა. პროექტი, სადაც ის მონაწილეობს, დიდ დროს მოითხოვს და ამიტომ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე სერიალში აღარ იქნება. ეს You must have Flash Player installed in order to see this player. მისი არჩევანი იყო და ასე გადაწყვიტა. ამ ეტაპზე ამ საკითხზე აღარ ვფიქრობთ, რადგან ის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს სერიალზე. ვიღაც წავა, ვიღაცა მოვა და ამით საერთო მოცემულობა არ იცვლება.
ვფიქრობთ, რომ დუდუს თემასაც წერტილი დაესვა. მისი ტრაგედია შედგა და ამ ეტაპზე მეტი აღარაა საჭირო. ქართველების სენია, უყვართ, როცა მათ ნაცვლად პრობლემას სხვა აგვარებს. ასე რომ მერწმუნეთ, "დუდუებს" ბედნიერება არ მოაქვთ.

- მაყურებლისგან ყველაზე ხშირად როგორ დამოკიდებულებას გრძნობთ?
- საზოგადოების განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სოციალურ მედიაში არის უამრავი წერილი, რომელსაც ვეცნობით და ხშირად მის გათვალისწინებას ვცდილობთ. ხალხის განწყობა რაღაც მომენტში სერიალზეც ისახება ხოლმე. ვიღაც ამოცანას რომ კარგად ასრულებს და კარგ შედეგს იძლევა, აქცენტი იმ პერსონაჟებზე კეთდება, რომლებიც წარმატებას აღწევენ. მაყურებლის აზრი მუდმივად უნდა იცოდე და მათი დამოკიდებულება ცნობილი უნდა იყოს. როცა საზოგადო საქმე აკეთებ, რასაც ბევრი ადამიანი უყურებს, გყავს, როგორც მაქებარი, ისე მაგინებელი. არიან კრიტიკოსები და ისთებიც, რომლებიც ბრმად გვენდობიან ყველაფერზე.

თაკო გურაშვილი
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი