Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა - არიან დაშავებულებიც
ambebi.ge
30 August 2015, 20:20
ბათუმის დელფინარიუმში 6 მამაკაცი შეიჭრა და დელფინების გათავისუფლება მოითხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დელფინარიუმის შოუს წამყვანმა და პიარ მენეჯერმა ბერდია კუტუბიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 6 ახალგაზრდა ამბობდა, რომ დელფინები ციხეში არიან ჩაკეტილები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ ახალგაზრდების ჯგუფი დააკავა და დაკითხვაზე წაიყვანა. მომხდართან დაკავშირებით შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, 30 აგვისტოს, ბათუმის დელფინარიუში დაახლოებით 16:00 შემოიჭრა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც თვითნებურად გაარღვია კორდონი, (უცხო პირთათვის აკრძალული ტერიტორია) ისინი You must have Flash Player installed in order to see this player. შეიჭრნენ დელფინთან ინტერაქტივისთვის განკუთვნილ ზონაში და დაარბიეს სამუშაო პროცესი. დელფინარიუმის დაცვის წევრების რეაგირებას მათ ფიზიკური აგრესიითა და ცრემლსადენი ტოკსიკური აირის გამოყენებით უპასუხეს.

დაზიანებულია დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, სტრესის ქვეშ იმყოფება რამდენიმე მოქალაქე, როგორც საქართველოს, ასევე უცხოელი ვიზიტორები, რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი. დაფიქსირდა ვანდალური ფაქტი, რომელიც აღემატება ყოველგვარ ზღვარს ორგანიზაციული, საზოგადოებრივი თუ სხვა მსგავსი ქმედებისა. აღნიშნული ქმედება მოკლებულია მოქალაქეობრივ ეთიკას თუ თვითშეგნებას. დელფინარიუმის ბინადრები და ზოგადად "6 მაისის პარკში" არსებული ობიექტები ბინადრებითურთ წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას!

ცნობისათვის, შპს "შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოსა და საერთაშორისო მოქმედი კანონმდებლობით", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი