Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მამაკაცმა დედა, ცოლი და ექვსი შვილი მოკლა
ambebi.ge
05 August 2015, 13:24
პოლიციამ რუსეთში დააკავა ოლეგ ბელოვი, ადამიანი, რომელმაც საკუთარი ექვსი შვილი და ცოლი მოკლა. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბელოვმა დაკავების დროს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და დაიჭრა. საკუთარი ოჯახის ამოწყვეტის შემდეგ ბელოვი დეიდის სახლში წავიდა, სადაც სავარაუდოდ, სერიული სისხლიანი გარჩევის გაგრძელებას გეგმავდა. You must have Flash Player installed in order to see this player. ცნობილია, რომ დეიდასთან ბელოვს ხანგრძლივი კონფლიქტი ჰქონდა.

სანამ ყველაფერი გაირკვეოდა, პოლიციაში შევიდა ზარი, სადაც იტყობინებოდნენ, რომ რვასულიანი ოჯახი - დედა, მამა და ექვსი შვილი გაქრა. 25 ივლისიდან ბავშვები ბაღში აღარ მიყავდათ და ბაღის თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს. 4 აგვისტოს პოლიციელები შევიდნენ სახლში, სადაც აღმოაჩინეს ბავშვების დანაწევრებული სხეულის ნარჩენები და აგრეთვე დანაწევრებული დედის სხეული. არსებობს ინფორმაცია, რომ დედა კიდევ ერთ ბავშვზე იყო ორსულად. მოგვიანებით აღმოაჩინეს ქალის გვამი, რომელიც ბელოვის დედა აღმოჩნდა. ჯამში ბელოვმა ოჯახის 8 წევრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი