Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გაფიცული მძღოლები გეგმის შემცირებას მოითხოვენ
ambebi.ge
05 August 2015, 13:20
სამარშრუტო ტაქსების გაფიცულ მძღოლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისგან" მოითხოვენ დღიური გეგმის შემცირებას, რომელიც 55 ლარს შეადგენს. მათი თქმით , ასევე უნდა შემცირდეს შაბათ-კვირის დღიური გეგმა და სამუშაო დღეების თანაბარი არ უნდა იყოს.

"მოვითხოვთ, რომ ადამიანური პირობები გვქონდეს. წარმოუდგენლად You must have Flash Player installed in order to see this player. მაღალი გვაქვს დღიური გეგმა, რომელსაც ვერ ვასრულებთ, რადგან ხარჯი უფრო მეტი გვაქვს. საწვავს ჩვენ ვასხამთ, მანქანას ჩვენ ვაკეთებთ. მოვითხოვთ, რომ მოვიდნენ კომპანიის წარმომადგენლები, შეგვხდნენ იმაზე, რომ ადამიანურ პირობებში ვიმუშაოთ", - აცხადებენ მძღოლები.

მათივე თქმით, სამარშრუტო ტაქსები დღეს დილიდან არ მოძრაობენ დიდი დიღმიდან, დიღმის მასივიდან და გლდანიდან. მძღოლების ინფორმაციით, სულ 40-მდე ხაზია გაფიცული. მძღოლები აცხადებენ, რომ გაფიცვებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. გაფიცულთა აქცია, დიღმის მასივში, შავი ზღვის უნივერისტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დიდ დიღომში სამარშრუტო ტაქსები თითქმის ორი საათია, არ მოძრაობენ
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი