Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სოციალური აფეთქების საშიშროება აფხაზეთში: გახმაურებული სისასტიკე, რამაც მოსახლეობა ძალოვან სტრუქტურებს დააპირისპირა
ambebi.ge
05 August 2015, 13:20
მთელი კვირა, აფხაზეთში არ ცხრება სკანდალი ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებმაც უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ადგილობრივი მცხოვრები ცემეს. კონფლიქტში ჩართვა ე.წ. პრეზიენტს რაულ ხაჯინბასაც მოუხდა.

ბოლო დროს ეს ერთადერთი მსგავსი შემთხვევა არაა, რომელშიც ძალოსნები მონაწილეობენ. მოსახლეობა და ძალოვანი სტრუქტურები დიდი ხანია ერთგვარ დაპირისპირებაში იმყოფებიან. ხალხი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ძალოვნებს და არ შეუძლიათ საკუთარი კანონების დაცვა, ეს კი სოციალური აფეთქების საშიშროებას ქმნის.

25 ივლისს სოხუმში ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რამდნენიმე ოპერატიულმა მუშაკმა  ადგილობრივი მცხოვრები ასტამურა გერხელია ცემა. ინციდენტის შემდეგ ე.წ. უშიშროების თანამშრომლებმა დაზარალებული დაააკავეს, თუმცა მალევე გაუშვეს, რადგან დაკავებისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ე.წ. უშიშროების თანამშრომლების მიმართ პროკურატურამ საქმე სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების და ძალადობის გამოვლენის გამო აღძრა. ძალოვნებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ინციდენტმა საზოგადოებაში ფართო რეზონანსი ჰპოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მსგავსი პირველი შემთხვევა არაა, ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სასწრაფო თათბირი ჩაატარა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანთან, მუჰამედ კილბასთან და რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან.

"პრეზიდენტმა, დამნაშავეების დასადგენად და დასასჯელად ყველა აუცილებელი პროცედურული ღონისძიების ჩატარების განკარგულება გასცა. მან საქმის პირადი კონტროლის ქვეშ აყვანა მუჰამედ კილბას დაავალა", - მშრალად იტყობინება ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ 27 ივლისს კილბა ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ თითქოს, 17-18 წლის ახალგაზრდამ 50 000 რუბლის ღირებულების ნოუთბუქი მოიპარა მაღაზიიდან, სადაც დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. გარჩევის დროს მისი ძმა გამოჩნდა, რომელიც ამბობდა, რომ ზარალს აანაზღაურებდა, თუ ქურდობა დადასტურდებოდა.

"საუბრის დროს მოხდა კონფლიქტი. ჩხუბის დროს სიახლოვეს გამოიარა ძალოვნების მანქანამ, რომლებიც იმ ადამიანის მეგობრები იყვნენ, ვისაც თითქოს ნოუთბუქი მოპარეს. შედეგად ოთხმა ადამიანმა სასტიკად ცემეს ბიჭი. პისტოლეტის ტარით ურტყამდნენ თავში. რომც ჰქონოდა ადგილი ქურდობას, არავის აქვს უფლება თვითნებურად სასტიკად გაუსწორდეს დამნაშვეს", - განმარტა ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა.

იხილეთ ვიდეო| სოხუმის ცენტრში უშიშროების თანამშრომლებმა 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს

მომხდარს გამოეხმაურა პარტია "ერთიანი აფხაზეთის" აღმასრულებელი მდივანი ნუგზარ აგრბა: "საზოგადოებაში ადრეც ხდებოდა რეზონანსული პროცესები, მაგრამ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არიან გარეული. ამას მთელი სისტემის ავტორიტეტის დაცემისკენ მივყავართ. ასეთი ინციდენტების გამო შეიძლება ხალხი თვითორგანიზდეს".

მას ეთანხმება აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ასლან კობახიაც: "რამდენად ცუდადაა საქმე, რომ ადამიანები, რომლებსაც სახეზე არ უნდა ცნობდნენ, კამერის წინ ახდენენ ძალადობას. სამწუხაროდ ჩანს ძალიან სუსტი დისციპლინა ქვეყნის ყველა სტრუქტურაში".
კობახია იხსენებს ადრინდელ ინციდენტსაც, რომელიც ამა წლის 7 მაისს მოხდა. მაშინ სოხუმში მილიონერები ასლან სანგულია და ანზორ შართანი ძალოვანებთან ჩხუბში დაზარალდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ძველ კონფლიქტს არჩევდნენ. შედეგად ორივე მილიონერი სავაადმყოფოში მოხვდა, ერთ-ერთი მათგანი ყბის მოტეხილობით.

ამის გამო აფხაზეთის ე.წ. პროკურატურამ საქმე აღძრა. ერთ-ერთი ძალოვანი, ჯნი ხარჩილავა, რომელმაც მილიონერს დაარტყა, პროკურორმა ქვეყნიდან არ გასვლის პირობით გაათავისუფლა. მომდევნო დღეს იმ პოლიციელების ხელით, რომლემაც კოლეგაზე შურისძიება გადაწყვიტეს, დაშვდა უკვე თავად ძალოვანი ჯამბულ დოგუა.

"ეს ისტორია მოწმობს, რომ ქვეყანაში You must have Flash Player installed in order to see this player. კანონი არ მოქმედებს, ხალხი ხვდება, რომ დამნაშვეები არ ისჯებიან, ამიტომ საკუთარი პრობლემების მოგვარებას თავად წყვეტენ", - წერდნენ ჟურნალისტები. რამდენიმე დღის შემდეგ საქმეში ჩარევა ე.წ. პრეზიდენტს მოუწია. შედეგად პოსტები დატოვეს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის განყოფილების უფროსმა დიმიტრი დბარმა და რამდენიმე მისმა მოადგილემ. ამის შემდეგ 13 მაისს თანადებობა დატოვა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა რაულ ლოლუამ.

აფხაზეთშო ამჟამად ის პროცესები მიდინარეობს, რომელზეც აფხაზი პოლიტიკოსი ნუგზარ აგრბა საუბრობდა. საზოგადოება, შესაძლოა, ჯერ თვითორგანიზებას არ ეწევა, მაგრამ უკმაყოფილება შესამჩნევად იზრდება. წინა წლის ნოემბერში ხუთმა სოხუმელმა პოლიციის ლეიტენანტი ასლან ცამბოვა ცემა. დეპუტატი ასლან კობახია ამბობს, რომ საზოგადოება ძალიან ნეგატიურად აფასებს სამართალდამცავი სისტემის მუშაობას.

"დადგა სერიოზული, რადიკალური ცვლილებების დრო. დროა რამდენიმე მინისტრი გამოვცვალოთ და კადრები უფრო ხარიხიანი საკონკურსო შერჩევის პრინციპით შევავსოთ. პრეზიდენტის მიერ პერიოდული კოსმეტიკური ცვლილებები, როგორც ვხედავთ, არ ამართლებს" - ამბობს პარლამენტარი.

ბაჩო ოდიშარია
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი