რუსული მედია უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს არ წყვეტს. მათი სამიზნე ამჯერად უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები აღმოჩნდნენ. რუსული ტელეარხის - "რუსეთი 24"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველებმა შეცდომით უკრაინელი ჯარისკაცები დახოცეს.
მეტი დამაჯერებლობისათვის რუსულ ტელეარხს პრორუსი სეპარატისტების მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერი
You must have
Flash Player installed in order to see this player.
მოჰყავს, სადაც უცნობი პიროვნებები ქართულად საუბრობენ. ისინი მოახლოებული სამხედრო მანქანის განადგურების გეგმას აწყობენ და დაღუპულებისთვის "ყურების დაჭრას" აპირებენ. რუსული მედიის მტკიცებით, ეს ადამიანები ბატალიონ "აზოვში" მებრძოლი დაქირავებული ქართველები არიან, რომლებიც სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ. შედეგად 3 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ჩანაწერმა დიდი რეზონანსი გამოიწვია არა მარტო რუსულსა და უკრაინულ, არამედ ქართულ მედიაშიც. ქართველი სამხედრო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიხედვით, ადვილი გამოსაცნობია, რომ საუბარი ოთახშია ჩაწერილი და წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობენ.
იხილეთ ვიდეო