ambebi.ge
31 July 2015, 12:24
უკრაინელმა ხელოვანმა 5 000 ტყვიის მასრისგან შექმნა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი, რომელსაც ”ომის სახე” უწოდა. პორტრეტის შესაქმნელად დარია მარჩენკომ ოთხი თვე დახარჯა.

”ომი სავსეა ადამიანის სიცოცხლით, რომელიც მასრებს ჰგავს. თუ ხალხს ეს ემახსოვრება, თუ უკრაინაში აგრესიისთვის მოსულ ადამიანებს ეს ემახსოვრებათ, ომი არ დაიწყება”, - ამბობს მარჩენკო.

ტყვიის მასრები, რომლებიც ძირითადად, ავტომატ კალაშნიკოვის არის, მოხალისეებმა შეაგროვეს დონეცკის აეროპორტთან და დონბასის რეგიონში. მარჩენკოს იმედი აქვს, რომ ხელოვნების ნიმუშები დაეხმარება ხალხს, უკეთ გაეცნოს უკრაინის კრიზისს.

მომზადებულია globalnews.ca-ს მიხედვით.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
დოლარი
ევრო
რუბლი
ლარი