ხუმრობით თუ სერიოზულად, მაგრამ მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემა "რეაქციის" წამყვანს, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განუცხადა, რომ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მასთან ურთიერთობა აუკრძალეს.
დათო ტურაშვილი:
"ურთულესი ოპერაცია მაქვს გადატანილი და ჩემმა ექიმებმა ოპერაციის მერე ადამიანების სია მომცეს, ვისთან ურთიერთობასაც უნდა მოვერიდო. პირველი ხარ, თავში, ხო იცი, ინგა?!".
ინგა გრიგოლია:
"მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ არ ხუმრობს დათო ტურაშვილი - ერთ-ერთი ვარ მის სიაში, ვისთანაც მას რაც შეიძლება მოკლე ვადით უნდა ჰქონდეს ურთიერთობა".
იხილეთ ვიდეო