Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მარტივი საზაფხულო დიეტები: როგორ დავიკლოთ წონაში და რატომ არ არის კარგი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის დიეტა
ambebi.ge
28 May 2015, 08:20
ზაფხულის დადგომასთან ერთად, ცხელ დღეებში ორგანიზმი იფიტება და უფრო მეტ წყალს, ხილსა და ბოსტნეულს საჭიროებს. რადგანაც ზაფხული ხილისა და ბოსტნეულის სეზონია, დიეტის დაცვას ბევრი თვითნებურად იწყებს და მაგალითად მხოლოდ ხილს მიირთმევს, თუმცა დიეტოლოგების თქმით, ორგანიზმა მცირე რაოდენობით ცილებიც უნდა მიიღოს, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც, რასაც მხოლოდ ხილი და ბოსტნეული არ შეიცავს.

Ambebi.ge-სთან საუბრისას დიეტოლოგ ნაია ლატარიას თქმით, სიცხეში ორგანიზმს კალორიულ საკვებზე უფრო ნაკლები მოთხოვნილება აქვს და ენერგიაც ნაკლები სჭირდება.

- შესაბამისად, კალორიებიც უნდა შემცირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმიანი საკვებისა და ხორცეულის მიღება უნდა შეამცირონ და აქცენტი ხილსა და ბოსტნეულზე გააკეთონ. რა თქმა უნდა აუცილებელია წყალიც და უშაქრო მწვანე ჩაის მიღებაც შეუძლიათ. ზაფხულში ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს და ამის შევსება დროულად უნდა მოხდეს.

-ზაფხულში როგორი უნდა იყოს საკვების მიღების განრიგი?
-საუზმე დილით ადრე, დაახლოებით დილის 8-9 საათზე უნდა მივირთვათ, სადილი დღის 1-2 საათზე და ვახშამიც შედარებით ადრე, საღამოს 6-7 საათზე, რომ ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. უმჯობესია ხილი დღის პირველ ნახევარში მიიღონ ხოლო ბოსტნეულის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. რომელი ბოსტნეულიც უმად იჭმევა უკეთესია ამ ფორმით მივირთვათ ან ორთქლზე მოვამზადოთ, მოვთუშოთ ან მიკროტალღოვან ღუმელში მოვამზადოთ.

-რაც შეეხება საზაფხულო დიეტებს, ბევრი მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს იღებს, დიეტოლოგები რას ურჩევენ წონაში დაკლების მსურველებს?
-ზაფხულში ყველაზე გავრცელებული დიეტა საზამთროსა და ნესვის დიეტაა, თუმცა მხოლოდ ხილის მიღებას არ მივესალმები. რა თქმა უნდა საზამთრო ორგანიზმისთვის ძალიან კარგია, ბევრ ელემენტსა და ვიტამინს შეიცავს, მაგრამ ის სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს არ შეიცავს, ამიტომ მარტო ხილისა და ბოსტნეულის დიეტები კარგი არ არის. ორგანიზმს ცილაც სჭირდება და ნახშირწყალიც, რომელიც ხილსა და ბოსტნეულში არ არის.
ყველაზე სწორი დიეტა ასეთია: დილას მივიღოთ საკმაო რაოდენობის ხილი, შეგვიძლია გავაკეთოთ ხილის სალათები, სადილზე აუცილებლად გრილზე მომზადებული ბოსტნეულის სალათა და ამას დამატებული ცილოვანი საკვები, მაგალითად ორთქლზე მომზადებული თევზი ან უცხიმო ხორცის სახეობა - ხბოს ხორცი, ფრინველის და ა.შ. ოღონდ არა ცხვრისა და ღორის ხორცი, ასევე გამორიცხეთ ძეხვეული, რადგან მათში ბევრი ფარული ცხიმია, რომელთაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ვახშამზე ისევ ბოსტნეულის სალათა. ბევრისგან გამიგია, რომ საღამოს საკვების ნაცვლად ხილს მიირთმევენ რადგან ნაკლებ კალორიულიაო, მაგრამ ხილი საღამოს უფრო ცუდია, რადგან ორგანიზმში სწრაფად შეთვისებადი ნახშირწყალია და მაინც ცხიმში მიდის, ამ დროს თევზის მიღება უკეთესია. ზაფხულში ძალიან კარგია რძის პროდუქტები, რა თქმა უნდა ნაკლებ ცხიმიანი. ამ მხრივ კარგია ხაჭო, კეფირი, მაწონი, არაჟანი თუნდაც რძე, ოღონდ დაბალ პროცენტიანი ცხიმიანობით. რძის პროდუქტი ორგანიზმს რაღაც დოზით სითხით ავსებს და მისი მიღება საღამოსაც შეგვიძლია.

-ვარჯიში ნებისმიერ დროს შეიძლება?
-ძალიან ბევრი დაობს იმაზე დღის რომელ პერიოდში უნდა ვივარჯიშოთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ზოგადად, ღამის 10-11 საათზე არანაირი ვარჯიში რეკომენდებული არ არის, რადგან ორგანიზმი ვარჯიშის მერე აქტიურდება და ძილი ირღვევა, შესაბამისად სავარჯიშოდ კარგია საღამოს 7-დან 9 საათამდე პერიოდი და დილის პერიოდი. ვისაც გახდომა უნდა, სავსე მუცლით ნუ ივარჯიშებს, ჭამიდან 2 საათი უნდა იყოს გასული. ამას გარდა მნიშვნელოვანია არა მარტო კარდიო ვარჯიში, ანუ სირბილი, ხტუნვა, ტრენაჟორები, ძალიან კარგია განტელებით ვარჯიშიც, რომელიც ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება.

თაკო ესებუა
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი