Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეპოქალური ქართველი ქალები, რომლებმაც საკუთარ სფეროში დიდი აღიარება მოიპოვეს
ambebi.ge
24 May 2015, 17:20
მიუხედავად იმისა, რომ ახლა 21-ე საუკუნეა, ქალებისთვის თვითრეალიზება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. გენდერულ სტერეოტიპებს ახლაც მყარად აქვს ფესვები გადგმული ქართულ საზოგადოებაში.

Ambebi.ge ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალბატონებს, რომლებმაც იმ სფეროების განვითარებაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ, უდიდესი წვლილი შეიტანეს.

ელენე ახვლედიანი
ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი ელენე ახვლედიანი 1898 წლის 18 აპრილს ქალაქ თელავში დაიბადა.

1906-1907 წლებში ელენეს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც ახალდაარსებულ სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოგვიანებით ელენემ გიგო გაბაშვილის სტიპენდია მიიღო და სასწავლებლად პარიზში ჩავიდა. 1926 წელს პარიზში ელენე ახვლედიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო, სადაც მისმა ნამუშევრებმა ფრანგი კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო. გარკვეული დროის შემდეგ, ახვლედიანის ნახატები ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სურათების გამოფენაზე გაიგზავნა. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ჰოლანდია და შვეიცარია. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მან მხატვრულად 72 სპექტაკლი გააფორმა. 1972 წელს ელენე ახვლედიანი გახდა პირველი ქალი, რომელმაც შოთა რუსთაველის სახელობის პრემია მიიღო.



დები იშხნელები დები იშხნელები ქუთაისში გიორგი იშხნელის ოჯახში დაიბადნენ. ოჯახური ანსამბლი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. დები იშხნელების ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. ვოკალურ კვარტეტს დები: ნინო, ამარი, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელები შეადგენდნენ. 1955 წლიდან ალექსანდრა მისმა დამ, მარიამმა შეცვალა. დები იშხნელები ქართული ქალაქური რომანსის ფუძემდებლებად ითვლებიან. მეორე მსოფლიო ომის წლებში კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. ანსამბლმა დიდი როლი შეასრულა ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.

მანანა მენაბდე
1948 წელს მომღერლების - დები იშხნელების ოჯახში მომღერალი მანანა მენაბდე დაიბადა, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს.



ბარბარე ყიფიანი - პირველი ქართველი ფიზიოლოგი ქალი, ევროპაში ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, მრავალი ფუნდამენტური შრომის ავტორი და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრი. იგი პირველი ქართველი ფსიქო-ფიზიოლოგი ქალი იყო, რომელიც ევროპაში მოღვაწეობდა. მის ნაშრომებს ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის საკითხებზე, მინიჭებული აქვს ოქროს მედლის პრემიები. ბარბარე ყიფიანი ლექციებსაც კითხულობდა, 1908 წელიდან იგი უნივერსიტეტის ჟურნალის სწავლული მდივანი გახდა. 1910 წელს ბარბარეს ინიციატივით, ბრიუსელის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართული განყოფილება დაარსდა. გარდა ამისა, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართული კულტურული ექსპონატების დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.



სესილია თაყაიშვილი
უდიდესი მსახიობი და შეუდარებელი ბებია - სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს დაიბადა ბათუმში. ოჯახის თბილისში გადმოსვლის შემდეგ, 16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა. იგი მასწავლებლებად ახმეტელსა და მარჯანიშვილს მიიჩნევდა. ქართულ კინოსა და თეატრში შესრულებული უამრავი დასამახსოვრებელი როლის გარდა, სესილია თაყაიშვილის უკვდავი სახე ცნობილი ჯგუფის, "პინკ ფლოიდის" ვიდეოკლიპში - Money არის აღბეჭდილი.



ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტის მოღვაწეა. იგი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

მედეა სარიშვილი
Ambebi.ge
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი