Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნეპალში დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 10 000-ს მიაღწიოს
ambebi.ge
28 April 2015, 12:23
ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შესაძლოა, 10 000-ს მიაღწიოს. ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, ნეპალის პრემიერ-მინისტრმა, სუშილ კოირალამ განაცხადა. ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 4 400-ს აღწევს, თუმცა, ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

`მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადაარჩინოს და დაეხმაროს დაზარალებულებს. ეს არის დიდი გამოწვევა და რთული პერიოდი ნეპალისთვის", - განაცხადა ნეპალის პრემიერმა. თითქმის 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ნეპალში არაერთმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტს განიცდის.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი