Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბესო ხარძიანის პირველი მეუღლე ციხეში იჯდა - რისთვის მიესაჯა პატიმრობა ინგა ბაბუაძეს
ambebi.ge
25 April 2015, 15:20
ბესო ხარძინის პირველი მეუღლის, ინგა ბაბუაძის განცხადებით, 2003 წელს 5 ათასი დოლარის ვალის გამო დაპატიმრებული იყო. ამის შესახებ ინგა ბაბუაძემ გადაცემაში "პირველი სტუდია" განაცხადა. მან დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული.

"მე მქონდა ვალი 5 ათასი დოლარი. ისე მოხდა, რომ დრო მჭირდებოდა მის დასაფარად. მქონდა სესხის ხელშეკრულება და დრო რომ გადაცილდა, დამიჭირეს ზოგზოგიერთების დავალებით", - განაცხადა ინგა ბაბუაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თავს შეიკავებს დეტალებისგან, სანამ არ დააამტკიცებს ვისი დავალებით დაიჭირეს და ვინ იყო მოწმე. "მე ვიყავი 4 წელი დაკავებული და ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ შემიწყალა, როდესაც იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა ინგა ბაბუაძემ.

რაც შეეხება ბესო ხარძიანის ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ინგა ბაბუაძემ აღნიშნა, რომ პირადად არავისი ქონება არ სჭირდება, შვილებს ისედაც ეკუთვნით. "საბძოლველი არაფერი არ არის, კანონით ისედაც ეკუთვნით შვილებს", -აღნიშნა მან.

VIDEO

ასევე იხილეთ| ხარძიანების ბრძოლა დიდი ქონებისთვის და მოკლული ბიზნესმენის პირადი და ბიზნეს-ცხოვრების დეტალები
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი