Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გია ნიკოლაძეს თსუ-მ დოქტორის ხარისხი მიანიჭა
ambebi.ge
01 April 2015, 18:20
"ნიკოლშოუს" სოლისტი გია ნიკოლაძე ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში პოემაზე მუშაობდა, რომელიც ასე დაასათაურა - "ქართ ზღაპარი ანი ბანი" აი ია". რომლის გამოცემის საკითხიც დიდიხნის განმავლობაში მოუგვარებელი იყო. როგორც იქნა, გადაწყდა და წიგნი დაიბეჭდა, რის გამოც ავტორი გახარებული. ამ წიგნის განხილვა სხვადასხვა ადგილას მოეწყო, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და სენსაციური განცხადებები გაკეთდა - თითქმის ყველა კათედრამ (ქიმიის, ფიზიკის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, ბიოლოგიის, ფილოლოგიის, ისტორიის, ასტრო-ფიზიკის) გია ნიკოლაძე სადოქტორო დისერტაციაზე წარადგინა.
წიგნი არის, დედამიწაზე და იმ ყველაფერზე, რაც ცოცხალია. დევებსა და გიგანტებსაც კი ეხება, არგონავტებს. როგორც ავტორი ამბობს, ამის დაწერა კი ბუნების ძალამ მაიძულაო...

1
ეს ლექსი არის ნაკარნახები!/ ნაკარნახევი ისეთი ძალის,/ რომელიც თავის თავში შეიცავს/ ერთობას: ცეცხლის, მიწის და წყალის!/ და რა თქმა უნდა კაცის და ქალის!/
2
თან სიხარული და სიყვარული,/ არა ფარული ყველასთვის თქმული./ ისეთი სრული რომ ყველა გული,/ ყოველი სული და მოარული,
3
თუ შეეხება მას იგი ძალა?!/ თუ ისმინა და არ დაემალა,/ ვერავინ შესძლებს მის უარყოფას,/ გადაკეთებას ან მის დაყოფას.
4
ძალა რომ მართლაც არსებობს იგი/ ამას ამტკიცებს ამ სტროფთა რიგი./ სად შემიძლია მტვერს მე უსუსურს/ ამდენის წერა, თან როგორც მე მსურს.
5
მე მხოლოდ ვიწერ ყურში თქმულს ლამის,/ ხოლო დამწერი ერთია ამის./ გადა-მწერები ვყოფილვართ ყველა!/ და ვინც გვკარნახობს, მასთან არ ბნელა!
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი