Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბიზნესმენების სია, რომლებიც ქართულ ოცნებას აფინანსებენ - ვინ რამდენს ურიცხავს პარტიას?
ambebi.ge
03 March 2015, 15:20
Ambebi.ge იმ ბიზნესმენებით დაინტერესდა, რომლებიც მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" აფინანსებენ. ჩვენ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სამთავრობო პარტიის დაფინანსების სურვილი საკმაოდ ბევრ ბიზნესმენს აქვს. შემოწირულობები მიზერული თანხებით იწყება და ზედა ზღვარი 60 000-ია. მთლიანობაში "ქართულ ოცნებას" 2014 წლის განმავლობაში რამდენიმე ასეულმა ბიზნესმენმა 6 157 751,03 ლარი შეწირა...

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის დეპუტატები და მთავრობის წევრებიც არიან. უფრო კონკრეტულად, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2014 წელს კოალიციის სასარგებლოდ 30 000-30 000 ლარის შემოწირულება განახორციელეს ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა გუჯაბიძემ და გიგა ბუკიამ. "ქართული ოცნებისთვის" 60 000 ლარი აქვს გადარიცხული ვალერი გელაშვილს, 25 000 ლარი - შოთა ხაბარელს, 150 ლარი - ნოდარ ებანოიძეს, 100 ლარი კი - ლევან ბერძენიშვილს. კოალიციას 2 ათასი ლარით დაეხმარა აწ გარდაცვლილი დეპუტატი თამაზ ავდალიანიც. გარდა ამისა, კოალიციამ 5 000 ლარიანი შემოწირულება მიიღო პარლამენტში "ქართული ოცნების" აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენლის გრეტა წიწავასგან.

რაც შეეხება ბიზნესმენთა ჩამონათვალს, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" მაქსიმალური თანხა, 60, 000 ლარი შეწირეს, ასეთია (შენიშვნა - ქვეყნდება არასრული სია):

ვასილ ახრახაძე ილია კეჭაყმაძე კონსტანტინე სულამანიძე ნიკოლოზ ბახტაძე გიორგი ჯუღელი ბესიკ ვაშაკაშვილი ზაზა ზოიძე სოფიო ბერაია ირაკლი კვერღელიძე გიორგი ბიწაძე ელგუჯა ლომინეიშვილი ბექა ბიბილური გიორგი მირიანაშვილი ნუგზარ ჩინჩილაძე მიხეილ კირვალიძე ბაჩანა ადამია გიორგი მოლაშხია გია დევდარიანი ალექსანდრე ავსაჯანიშვილი ...
2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება სწორედ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა. კოალიციის ანგარიშზე გასული წლის განმავლობაში შემოწირულების სახით 6 157 751 ლარი დაირიცხა.

AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი