Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | სატანისტური რიტუალები და წყვილთა მსხვერპლშეწირვა დუშეთში? - ადგილობრივები მოზარდი შეყვარებული წყვილის ტრაგიკულ აღსასრულზე
ambebi.ge
03 March 2015, 14:20
დუშეთის რაიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა, 18 წლის ამიკო და 15 წლის მარიამი. ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველი ნივთიერების დალევა იყო. რაიონში იმასაც ამბობენ, რომ მარიამი და ამიკო შეყვარებულები იყვნენ. ახალგაზრდა გოგონას მეზობლები დადებითად ახასიათებენ, თუმცა უცნაურ მახასიათებლებსაც უსვამენ ხაზს.
იმასაც ამბობენ, რომ გოგონა ხშირად დაიოდა თბილისში, მაშინ, როდესაც წესით, სკოლაში უნდა ყოფილიყო. პირად საუბრებში დუშეთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ რაიონში სექტის არსებობის შესახებ სმენიათ. მათი განცხადებით, შესაძლოა, ეს ახალგაზრდები ამ სექტის წევრები იყვნენ.

ერთი თვის წინ დაღუპული ამიკო ველთაურის მეზობლები კი ამბობენ, რომ ახალგაზრდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია და პასუხი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ გაურკვეველი ნივთიერება დალია და სწორედ ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება. მათივე ინფორმაციით, ამიკო ველთაური დაცვაში მუშაობდა. ყვებიან შეყვარებულის შესახებაც და ამბობენ, რომ მარიამის და ამიკოს სიყვარულის შესახებ დუშეთში ყველამ იცოდა.
დუშეთში სექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია პარტია "რეფორმატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ჩარკვიანმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, დუშეთის რაიონში სატანისტური სექტა არსებობს, რომელშიც 50 ბავშვია გაწევრიანებული.

ჩარკვიანი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ ბავშვები სატანისტურ რიტუალებს ასრულებენ და სასაფლაოზე ცხოველების წამებით არიან დაკავებულები, მათ წყვილთა მსხვერპლშეწირვასაც მიმართეს. მისივე თქმით, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს ერთი თვის წინ 18 წლის ახალგაზრდისა და ორი დღის წინ 15 წლის გოგონას გარდაცვალება. მისივე ინფორმაციით, ბავშვებმა კალიუმის ციანიდი დალიეს.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ კალიუმის ციანიდი ბავშვებს თბილისიდან მიაწოდეს, რომელიც ერთ-ერთ ლაბორატორიაში კუსტარულად მზადდებოდა",- აცხადებს ჩარკვიანი.

დუშეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სექტრის წევრები ხშირად მიტოვებულ შენობებში იკრიბებოდნენ. იქ შესრულებული რიტუალების და მსხვერპლშეწირვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

გარდაცვლილი 15 წლის გოგონა დუშეთიდან ანანურში, მამის ოჯახში გადაასვენეს. გოგონას ახლობლებმა დაღუპვის მიზეზებთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ტერიტორიის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოგვიწოდეს და განაცხადეს, რომ მარიამის გარდაცვალების გარშემო გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის შესახებ მისი დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთის რაიონში 15 წლის გოგონას მოწამვლით გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. თუმცა დუშეთში სატანისტური დაჯგუფების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უწყებაში არ ადასტურებენ.

საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ სიუჟეტი თეა ბითაძე
AMBEBI.GE
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი