Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რომან გოცირიძე ლარის ვარდნის შეჩერების მიზეზებზე
ambebi.ge
02 March 2015, 19:23
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ლარის გამყარების შესახებ საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს და ამასთანავე, მოსახლეობის გარკვეულ მასებში არსებულ შეხედულებას განიხილავს:

"ლარმა რამდენიმე დღეა ვარდნა შეაჩერა. გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნობა. ვინ როგორ ხსნის ამას:

1. მაამებლები: გვარს არ დავასახელებ და იმ ერთი კაცის დროული განცხადების შედეგიაო ( სოფლის შენებას რა უნდა, ერთი მეორე ხმა უნდაო)! ორშაბათ-ოთხშაბათ-პარასკევს შემოძახების რეჟიმს ჩართავს და ყველაფერი კარგად იქნებაო.
2. მოკრიტიკენი: არ მყარდება, გეჩვენებათო.
3. სკეპტიკოსები: ეს გამყარება კი არა შემდგომი ვარდნის შეჩერებაა. რაც დავარდა იმით გამოწვეულ ტრამვას ვინ და როგორ მოგვიშუშებსო.

სინამდვილეში ალბათ ის ხდება, რომ შენელდა ექსპორტის კლების ტემპმი (იანვარში-30 პროცენტი იყო). უფრო მნიშვნელოვნად კი ლარზე ალბათ იმპორტის შემცირებამ იმოქმედა. კურსის ამ ზომით გაუფასურება, როგორც წესი, იმპორტის კლებას იწვევს და მაშასადამე, ვალუტის გადინებას აფერხებს.
ალბათო იმიტომ ვამბობ, რომ თებერვლის თვის სტატისტიკა ჯერ არ არსებობს და ერთ-ორ კვირაში გამოქვეყნდება" - წერს გოცირიძე.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი