Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | გარდაცვლილი პარლამენტარის, თამაზ ავდალიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები
ambebi.ge
31 January 2015, 13:23
საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი მძიმე ავადმყოფობის გარდაიცვალა. ინფორმაცია გვიან ღამით საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა.

"საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი", - ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თამაზ ავდალიანი 1964 წლის 16 სექტემბერს დაიბადა. დამთავრებული აქვს თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის სპეციალობით სამართალმცოდნე, კვალიფიკაციით კი იურისტი იყო.

1991-დან 2006 წლამდე თამაზ ავდალიანი საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი იყო.
2006 წლიდან 2012 წლამდე კი მისი ახალი სამსახურია სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

2012 წელს თამაზ ავდალიანი უერთდება პოლიტიკურ პარტიას "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ აქტიურობას, ასეთია:
ფრაქცია "ქართული ოცნება" - ფრაქციის წევრი. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - კომიტეტის წევრი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ერაყის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივა, სათადარიგო შემადგენლობა - საპარლამენტო დელეგაციის წევრი. ჩილეს რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.

იახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი