უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოიყენონ რუსული ინტერნეტ-დომენი რუ. მისი თქმით, რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს აღნიშნული ინტერნეტ-დომენის ვებგვერდების კონტროლის შესაძლებლობა. "მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავეთ რუსული ინტერნეტ-დომენის რესურსების გამოყენებისგან, ვინაიდან ამგვარად ჩვენს მტრებს
მუშაობას გავუმარტივებთ", – განაცხადა ტურჩინოვმა "მეხუთე არხთან" საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინის უშიშროების საბჭომ ქვეყნის მთავრობას უკვე გაუგზავნა ოფიციალური წერილი რუსული ინტერნეტ-დომენის ბლოკირებასთან დაკავშირებით.
"
ინტერპრესნიუსი"
სიახლე!
თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია,
მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.