Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რა ღირს ბინები თბილისში ლარის გაუფასურების შემდეგ?
ambebi.ge
30 January 2015, 11:24
რა მდგომარეობაა თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე, იმოქმედა თუ არა დოლარის კურსის გამყარებამ ბინებისა და მიწის ფასზე და რომელი უბანი მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად თბილისში - ბპნ.გე შეეცადა უძრავი ქონების ბაზრის ბოლოდროინდელ ტენდენციებში გარკვეულიყო.

ხათუნა შურღაია, კომპანია "მაკლერ.გე-ს" მენეჯერი: ისევე, როგორც წლების განმავლობაში, ყველაზე ძვირად უძრავი ქონება თბილისის ძველ უბნებში ფასობს. პრესტიჟულ უბნად რჩება ვაკე. აქ ახლადაშენებულ კორპუსში, თეთრი კარკასის 1 კვ/მ-ის ფასი 1000 დოლარიდან იწყება და 2000 დოლარსაც კი აღწევს. თბილისის ძველ უბნებში ვაკესთან შედარებით ფასები უძრავ ქონებაზე კიდევ უფრო მაღალია. მაგალითად, პირველი სკოლის უკან კვადრატულ მეტრზე ფასები 2000 ევროსაც კი აღწევს. მაგალითად დიღმის მასივში, დიდ დიღომსა და დიდუბეში ახლადაშენებულ კორპუსებში ფასები 500 დან 600 დოლარამდე მერყეობს. რაც შეეხება მაგალითად გლდანსა და ვარკეთილს, იქ შესაძლოა კვადრატული მეტრი 450-600 დოლარად შეიძინოთ.

მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა შედარებით მაღალია პატარა ფართის ბინებზე. გამომდინარე იქიდან, რომ 50 კვატრატული მეტრი ფართის ბინა შედარებით უფრო ლიკვიდურია, ვიდრე 100 კვადრატული მეტრი ფართის ბინა, პატარა ბინები ფასს ყოველთვის ინარჩუნებენ. მაგალითად ერთსა და იმავე ადგილზე 50 კვადრატულ მეტრი ფართის ბინაში შესაძლოა 1 კვადრატული მეტრის ფასი 1200 დოლარი იყოს, ხოლო იმავე ადგილას, 100 კვადრატული მეტრის ფართის მქონე ბინაში, კვადრატული 900 დოლარად იყიდებოდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველთვის ძნელია დიდი ფართის გაყიდვაც და გაქირავებაც.

- რა მდგომარეობაა ე.წ. მეორადი ბინების ბაზარზე? უწევს თუ არა კონკურენციას მეორადი ბინები ახლადაშენებულ კორპუსებს?
- რაც შეეხება ე.წ. მეორად ბინებს, ამ კუთხით ფასები შედარებით დაბალია. უძრავ ქონების ყიდვისას ძირითადად მთავარია ადგილმდებარეობა და შემდეგ კვადრატულობა. მოთხოვნა იმაზეც არის დამოკიდებულება თუ რამდენად კარგი განლაგება აქვს ბინას და რამდენად ნათელია. მაგალითად თუ ავიღებთ ვაკეს, ძველ შენობაში, ახლადგარემონტებულ ბინაში კვადრატული მეტრი 800 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. ეს ფასი ზოგჯერ 1200 დოლარიც კი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში მაღალი ფასი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი რემონტია. ამ დიაპაზონშია უძრავი ქონების ფასი თბილისის ძველ უბნებშიც. საბურთალოზე ეს ფასი შედარებით ნაკლები – 1 კვ.მ. 700 დოლარი.

იხილეთ სტატია სრულად
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი