Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას გმობენ
ambebi.ge
21 December 2014, 18:20
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი პირები უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გმობენ და უწყების ხელმძღვანელობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე საუბრობენ.

"გვსურს, გამოვხატოთ სამძიმარი ოჯახის მიმართ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება შეურაცხყოფს დაღუპულ გმირსა და მის პატრიოტულ იდეალებს; არის უკიდურესად საზიანო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ინტერესებისათვის; წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზაციის უაღრესად საშიშ მაგალითს; აკნინებს გმირობის, ვაჟკაცობის და სიმართლისათვის ბრძოლის მცდელობას, სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ღირსეულმა სახელმწიფომ მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული თავისი მეომრის ღირსება უნდა დააფასოს და დაიცვას; ლახავს ქართველ ჯარისკაცთა მუნდირის ღირსებას, იწვევს სამხედროების პროფესიის დისკრედიტაციასა და სახელმწიფოს დაცვის მოვალეობის ფუნდამენტური პრინციპის მთლიან დეგრადაციას. მოვითხოვთ, რომ ამ სამარცხვინო განცხადებაზე სამინისტროს ხელმძღვანელობამ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრები - გელა ბეჟუაშვილი, დავით სიხარულიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ანდრო ბარნოვი, პაატა გაფრინდაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, ნიკოლოზ ვაშაკიძე, მამუკა კუდავა, გიორგი მუჩაიძე, გია ქათამაძე, ბათუ ქუთელია და ნოდარ ხარშილაძე - აწერენ ხელს.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი