Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | PMCG: ლარის მკვეთრი გაუფასურება მოსახლეობის და ბიზნესის პანიკურმა კონვერტაციებმაც გამოიწვია
GBC news
10 December 2014, 15:15

თბილისი (GBC) - Policy and Management Consulting Group-მა (PMCG), ლარის ბოლოდროინდელ დეველვაციასთან დაკავშირებით სპეციალური გამოშვება მოამზადა:

2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.93 ლარია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარი გაუფასურდა დოლარის (0.18 ერთეულით) მიმართ.

პიკურ პერიოდში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 2.05 ლარად იყიდებოდა, რაც ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფუნდამენტური მიზეზების მიუხედავად (სავაჭრო ბალანსის გაუარესება, ფულადი გზავნილების შემცირება, ტურისტების ნაკადის შეფერხება) არაბუნებრივად მაღალი ნიშნულია.

გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუარესება ბაზარზე მოთამაშეების სპეკულაციურმა ქმედებებმა და როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის პანიკურმა კონვერტაციებმა გამოიწვია.

2014 წლის ნოემბრამდე, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ სტაბილური იყო. ამ პერიოდში დოლარი მყარდებოდა სხვა ვალუტების მიმართ (ევრო, რუსული რუბლი, უკრაინული გრივნა, სომხური დრამი). აღნიშნულ პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც (მათ შორის, აშშ დოლართან, რუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასთან, ევროსთან, თურქულ ლირასთან და ა.შ.) გამყარდა (6.4%, ოქტომბრის მდგომარეობით).

2014 წლის 20 ნოემბრიდან ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო. 2014 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.93 ლარია.

თუ დავაკვირდებით გასული წლის ტენდენციას, ლარის გაცვლით კურსს დოლარის მიმართ 2013 წლის ბოლოსაც ახასიათებდა მოკლევადიანი რყევები. ეს ძირითადად აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელი სეზონური ფაქტორებით და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდით (20.7%, IV კვ. 2013) იყო განპირობებული.

გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს აგრეთვე შემდეგი ძირითადი ფაქტორები: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, სახელმწიფოს საგარეო ვალი (ახალი ვალი და ვალის მომსახურება), სავაჭრო ბალანსი (ექსპორტი და იმპორტი) და ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, აგრეთვე კომერციულ ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულისა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში არსებული დეპოზიტების ერთობლიობა (M2). 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2014 წლის სამი კვარტალის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (923.3 მლნ. აშშ დოლარი) მნიშვნელოვნად აღემატება (29.1%) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (მესამე კვარტლის ხარჯზე, 507.5 მლნ. აშშ დოლარი). ეს მიუთითებს, რომ აღნიშნული წყაროდან შემოდინებული უცხოური ვალუტის მოცულობა გაზრდილია. 2014 წლის მესამე კვარტალში ინვესტიციების მნიშვნელოვანმა ზრდამ (99.2%) ხელი შეუწყო აღნიშნულ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას.

2014 წლის მესამე კვარტალში პარტნიორი ქვეყნების უმსხვილეს ხუთეულს წარმოადგენს: ჩინეთი (29.3%), აზერბაიჯანი (18.7%), ნიდერლანდები (17.7%), პანამა (8.7%) და გაერთიანებული სამეფო (5.4%). ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მოდის შემდეგ სექტორებზე: მშენებლობა (35.7%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (21.4%) და უძრავი ქონება (12.0%).

სავაჭრო ბალანსი

2014 წლის ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შემცირებულია (-5.1%; -14.7 მლნ. დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია (8.7%; 62.7 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით.

შედეგად გაუარესდა სავაჭრო ბალანსი (-17.9%; -77.4 მლნ.დოლარი). აღნიშნული მიუთითებს, რომ შემცირდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, ხოლო ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება გაიზარდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა

ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი წყაროა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების (ტურისტების) რაოდენობა ქვეყანაში.

აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია, როგორც 2014 წლის ნოემბერში (-3.9%), ასევე, ოქტომბერსა (-2.5%) და სექტემბერში (-2.1%) 2013 წლის შესაბამისი თვეების მაჩვენებლებთან შედარებით. ეს მიანიშნებს, რომ ამ წყაროდან უფრო ნაკლები მოცულობის უცხოური ვალუტა შემოვიდოდა.

ფულადი გზავნილები უცხოეთიდან

2014 წლის იანვარ-ოქტომბერში უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა (1 220 მლნ. აშშ დოლარი)აღემატება (1.6%) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი (123.9 მლნ. აშშ დოლარი) შემცირებულია 2013 წლის ოქტომბერთან (-6.5%) შედარებით. ძირითადად შემცირებულია ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან (-11.1 მლნ. აშშ დოლარი), საბერძნეთიდან (-1.6 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინიდან (-1.5 მლნ.აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფოდან (-0.2 მლნ. აშშ დოლარი) და ესპანეთიდან (-0.2 მლნ. აშშ დოლარი).

ფულადი გზავნილების გადარიცხვა უცხოეთში ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს. 2014 წლის იანვარ-ოქტომბრის ჯამური მაჩვენებელი (142.2 მლნ. აშშ დოლარი) აღემატება (13.6%) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. გაზრდილია, აგრეთვე, ოქტომბრის მაჩვენებელიც (10%, 2.1 მლნ. აშშ დოლარი) 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით.

სახელმწიფო საგარეო ვალი

ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კიდევ ერთი წყაროა საგარეო ვალის აღება, ხოლო გადინების - ვალის მომსახურებისა და დაფარვისთვის გაწეული ხარჯები.

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფომ აიღო 519.4 მლნ. ლარის საგარეო ვალდებულება. აღნიშნულ პერიოდში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 470. 1 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის, ვალების მომსახურებისათვის (პროცენტების გადახდა) გაწეულმა ხარჯებმა 90.6 მლნ. ლარი, ხოლო ვალების დაფარვისათვის გაწეულმა ხარჯებმა 379.5 მლნ ლარი შეადგინა.

2014 წლის 9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი შემცირებულია (-3.3%). აღნიშნული მიუთითებს, რომ ამ წყაროდანაც უცხოური ვალუტის შემოდინება უფრო ნაკლები იყო, ვიდრე გადინება.

მონეტარული მაჩვენებლები

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ვალუტის კურსის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს, არის მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულისა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში არსებული დეპოზიტების ერთობლიობა, საბანკო და სამთავრობო სექტორების დეპოზიტების გარეშე (M2). 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია (10.8%) წინა წლის ოქტომბერთან შედარებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოლარი/ლარის კურსის სწრაფი ზრდა (და შესაბამისად, ლარის გაუფასურება), ზრდის ლარის დოლარში კონვერტირების ხარჯს და, აქედან გამომდინარე, ზრდის დებიტორების მიერ დასაფარი სესხის მომსახურების ტვირთს. 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების დიდი ნაწილი (61.2%, 4.06 მლრდ. აშშ. დოლარი) უცხოურ ვალუტაშია, რომლის 35.5% ფიზიკურ პირებზეა გაცემული.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი