Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | შსს-ს აკადემიაში ეუთო-ს ორგანიზებით კიბერდანაშაულის საკითხებზე რეგიონალური ტრენინგი ტარდება
Georgian Hot News
28 November 2014, 01:26
შსს-ს აკადემიაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ორგანიზებით, კიბერდანაშაულის საკითხებზე რეგიონალური ტრენინგი დაიწყო. ღონისძიება შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ გახსნა. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს შსს-ს აკადემიის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამავე დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლები და სომხეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები. ტრენინგს ავსტრიელი ექსპერტები უძღვებიან. სწავლების მიზანია კიბერდანაშაულის საკითხებზე მომუშავე გამომძიებლებისა და ექსპერტების შესაძლებლობების განვითარება და რეგიონალურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება. ტრენინგი შსს-ს აკადემიაში ორ დღეს გაგრძელდება.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციას საქართველო 2012 წელს შეურთდა. ამავე წელს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო შეიქმნა. შსს-ს აკადემიაში შემუშავდა სპეციალური ტრენინგ-მოდულები, რომელიც მოიცავს კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ელექტრონული მტკიცებულებების ჩხრეკა-ამოღება, კიბერდანაშაულის საგამოძიებო ტექნიკა, კიბერდანაშაულის სამართლებრივი ასპექტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის კიბერდანაშაულის საკითხებზე ტრენინგები და სწავლებები სისტემატურად ტარდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2013-2015 წლების სტრატეგია.

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი