Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | პრემიერმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაარსებიდან ათი წლის იუბილე მიულოცა
Georgian Hot News
28 November 2014, 01:26
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაარსებიდან ათი წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი საქმიანობა არის უაღრესად საპატიო.

,, მინდა ყველას მოგილოცოთ ეს საიუბილეო თარიღი და გისურვოთY წარმატებები. მინდა გითხრათ რომ თვენი სამსახური არის უაღრესად საპატიო, თქვენ ემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. მთელ საზოგადოებას თქვენს მიმართ აქვთ განსაკუთრებული ნდობა და ეს თქვენი საქმით, თქვენი 24-საათიანი დაუღალავი შრომით დაამტკიცეთ და დაიმსახურეთ. ჩემთვის ძალიან საპატიო და სამაყო იყო შსს მინისტრობა. Eეს არის ურთულესი საქმე რასაც თქვენ 24-საათის განმავლობაში აკეთებთ", _განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის განმარტებით, მთავრობა ყოველთვის მათ გვერდით იქნება და დაიცავს მათ ინტერესებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 ნოემბერს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დაარსებიდან ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი