Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ბიზნეს სუბიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება კიდევ უფრო გამარტივდა
Georgian Hot News
25 November 2014, 01:27

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გაძლიერებას და ინფორმაციის მიღების გამარტივებული მექანიზმების დანერგვას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ელექტრონულ საძიებო სისტემაში სასურველი ინფორმაციის მოძებნა დღეიდან კიდევ უფრო მარტივად არის შესაძლებელი. ელექტრონული პროგრამის საძიებო სისტემის ფუნქციონალის განახლების შედეგად, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ვებგვერდზე www.reestri.gov.ge რეგისტრირებული სუბიექტის შესახებ მონაცემები დამატებითი პარამეტრების მიხედვით მოიძიოს.

კერძოდ, საძიებო სისტემას დაემატა ბიზნეს სუბიექტების მონაწილეთა ძებნის ფუნქცია, რომელიც პარტნიორების, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ მონაცემების ძებნის შესაძლებლობას იძლევა (პირების პირადი/საიდენტიფიფიკაციო ნომრების, სახელის/გვარის, მოქალაქეობის მითითების გზით). გარდა ამისა, რეგისტრირებული სუბიექტების ძებნა შესაძლებელი გახდა მათი ელექტრონული ფოსტის და რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ განახლებული საძიებო სისტემა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის მნიშვნელოვნად ამცირებს საჭირო ინფორმაციის დამუშავების დროს, პროცესს კი კომფორტულს და სასურველ შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მონაცემთა საძიებო სისტემა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე მოიძიოს კომპანიის პარტნიორები და მიიღოს ინფორმაცია მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და წარმომადგენლების შესახებ, გაეცნოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას და მიიღოს მათი ელექტრონული ასლები. ინფორმაციის სრულყოფილად მიღებას ამარტივებს სუბიექტის შესახებ ვებგვერდზე განთავსებული ამონაწერი, რომელიც ასევე შეიცავს მონაცემებს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონული საძიებო სისტემა 2010 წლიდან მოქმედებს.

შენიშვნა: გასათვალისწინებელია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ელექტრონულ საძიებო სისტემაში უტყუარი ინფორმაცია განთავსებულია იმ სუბიექტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ, ასევე, რომლებმაც, მიუხედავად რეგისტრაციის თარიღისა, ერთხელ მაინც განცხადებით მიმართეს სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების, ან ინფორმაციის/ამონაწერის მიღებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მოთხოვნით.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი